Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=672401&print=yes&view=jobs
 
სტუდენტთა მომსახურების/კარიერული მხარდაჭერის სპეციალისტი - ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სტუდენტთა მომსახურების/კარიერული მხარდაჭერის სპეციალისტი
მომწოდებელი: ბაუ ინთერნეიშენალ უნივერსითი ბათუმი
გამოქვეყნდა: 06 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 06 ნოემბერი
სასწავლო უნივერსიტეტი შპს "ბაუ საერთაშორისო უნივერსიტეტი, ბათუმი" აცხადებს ვაკანსიას სტუდენტთა მომსახურებისა და კარიერული მხარდაჭერის სამსახურის სპეციალისტის პოზიციაზე.

ჩვენს შესახებ:

"ბაუ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტი" არის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული კერძო სამედიცინო საგანმანათლებლო ინსტიტუცია საქართველოში, რომელიც ორიენტირებულია ტალანტების ძიებასა და ინოვაციური სასწავლო გარემოს უზრუნველყოფაზე. ჩვენს მისიას წარმოადგენს ჯანმრთელობის დაცვისა და სამედიცინო განათლების სფეროში უმაღლესი სამეცნიერო და ეთიკური სტანდარტების დანერგვით, სწავლების ინოვაციური მეთოდების შეთავაზებით, ეფექტური მენეჯმენტისა და თანამედროვე საგანმანათლებლო მიდგომების მუდმივი განვითარებით, ხელი შეუწყოს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვასა და მედიცინის სფეროს მაღალკვალიფიციურ პროფესიონალთა მომზადებას.

ვაკანსიის ფარგლებში შესასრულებელი სამუშაოს აღწერილობა ითვალისწინებს შემდეგ პუნქტებს:

1. სასწავლო უნივერსიტეტის ელექტრონული მართვის სისტემაში სტუდენტის შესახებ ინფორმაციის ასახვა;
2. უცხოელი და ქართველი აბიტურიენტებისათვის სასწავლო უნივერსიტეტში ჩარიცხვისათვის საჭირო პროცედურების შესახებ კონსულტაციის გაწევა;
3 სტუდენტებისათვის ინფორმაციის მიწოდება და კონსულტაციის გაწევა უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების, ბინადრობის ნებართვის მიღების, აკადემიური და ფინანსური რეგისტრაციის გავლის წესის, სტუდენტის სტატუსის, მობილობის, სასწავლო უნივერსიტეტში მოქმედი ნორმატიული აქტებისა და სხვა მსგავსი საკითხების შესახებ;
4 სტუდენტებისათვის რელევანტური ღონისძიებებისა და გამოცხადებული ვაკანსიების შესახებ ინფორმაციის მიწოდება ელექტრონული ფოსტისა და მობილური შეტყობინების გაგზავნით, უნივერსიტეტში თვალსაჩინო ადგილზე განცხადების გამოკვრით, შეხვედრის ორგანიზებით და სხვა მსგავსი საშუალებების გამოყენებით;
5 ცალკეული სტუდენტებისა და სტუდენტური თვითმმართველობის ინიციატივების განხილვა და სასწავლო უნივერსიტეტის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან ლობირება;
6 ტრენინგების, სემინარებისა და სხვა მსგავსი ღონისძიებების ორგანიზება კარიერული წარმატებისათვის აუცილებელი უნარ-ჩვევების შესახებ;
7 სტუდენტებისა და კურსდამთავრებულთა პერიოდული გამოკითხვა, მათი დასაქმების შესახებ სტატისტიკური მონაცემების შეგროვება, გაანალიზება და სტრატეგიული გეგმის ჩამოყალიბება;
8 პოტენციური დამსაქმებლების მოძიება, მათთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმების გაფორმება და სტუდენტებისათვის დასაქმების/პრაქტიკის პერსპექტივების შექმნა;
9 კომპეტენციის ფარგლებში სტუდენტის სტატუსისა და სხვა მსგავსი საკითხების შესახებ ცნობების გაცემა;
10 კომპეტენციის ფარგლებში, სამსახურის უფროსის მითითებებისა და დავალებების შესრულება;
11 სხვა ფუნქციების განხორციელება, რომელიც სამსახურის საქმიანობის მიზნიდან გამომდინარე, ექცევა სტუდენტთა მომსახურებისა და კარიერული მხარდაჭერის სამსახურის კომპეტენციაში

ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნებია:

1. უმაღლესი განათლება;
2. სამუშაო გამოცდილება: მსგავს პოზიციაზე ჩაითვლება უპირატესობად;
3. ინგლისური ენის ცოდნა: არანაკლებ B2 დონე;
4. კომპიუტერული პროგრამების ცოდნა: Microsoft Office.

სამუშაო ადგილი: ფრიდონ ხალვაშის 237;
სამუშაო საათები: სრული განაკვეთი;
საცდელი ვადა: 6 თვე;
ხელფასი: გამოცდილების შესაბამისად;
ვაკანტური პოზიცია: 2;

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ინგლისურ ენაზე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@bauinternational.edu.ge და სათაურის ველში აუცილებელია მიუთითოთ პოზიცია, რომელზეც განაცხადებთ.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია