Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=672400&print=yes&view=jobs
 
საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი - ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი
მომწოდებელი: ბაუ ინთერნეიშენალ უნივერსითი ბათუმი
გამოქვეყნდა: 06 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 06 ნოემბერი
სასწავლო უნივერსიტეტი შპს "ბაუ ინთერნეიშენალ უნივერსითი, ბათუმი" აცხადებს ვაკანსიას საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ბათუმი
სამუშაო განაკვეთი: სრული

ჩვენს შესახებ:

"ბაუ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტი" არის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული კერძო სამედიცინო საგანმანათლებლო ინსტიტუცია საქართველოში, რომელიც ორიენტირებულია ტალანტების ძიებასა და ინოვაციური სასწავლო გარემოს უზრუნველყოფაზე. ჩვენს მისიას წარმოადგენს ჯანმრთელობის დაცვისა და სამედიცინო განათლების სფეროში უმაღლესი სამეცნიერო და ეთიკური სტანდარტების დანერგვით, სწავლების ინოვაციური მეთოდების შეთავაზებით, ეფექტური მენეჯმენტისა და თანამედროვე საგანმანათლებლო მიდგომების მუდმივი განვითარებით, ხელი შეუწყოს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვასა და მედიცინის სფეროს მაღალკვალიფიციურ პროფესიონალთა მომზადებას.

ვაკანსიის ფარგლებში შესასრულებელი სამუშაოს აღწერილობა ითვალისწინებს შემდეგ პუნქტებს:

** ინტერნაციონალიზაციის პოლიტიკის შემუშავებასა და მის პერიოდულ განახლებაში მონაწილეობის მიღება;
** გაცვლითი პროგრამების და საგრანტო პროექტების მოძიება, განაცხადისათვის საჭირო დოკუმენტების მომზადება;
** სასწავლო უნივერსიტეტის საერთაშორისო ორგანიზაციებთან და უნივერსიტეტებთან დაკავშირება და ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმების გაფორმების უზრუნველყოფა;
** კომპეტენციის ფარგლებში, სამსახურის უფროსის მითითებებისა და დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება: სოციალური და პოლიტიკური მეცნიერებები/საერთაშორისო ურთიერთობები/ევროპისმცოდნეობა ან სხვა მონათესავე დარგი;
** სამუშაო გამოცდილება: მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** ინგლისური ენის კომპეტენცია: არანაკლებ B2 დონე;
** კომპიუტერული პროგრამების ფლობა;

გამოსაცდელი ვადა: 6 თვე
ანაზღაურება: გამოცდილების შესაბამისად;

დაინტერესებულ კანდიდატებმა უნდა გამოგზავნონ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე hr@bauinternational.edu.ge და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიცია, რომელზეც აკეთებთ განაცხადს.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია