Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=672398&print=yes&view=jobs
 
1C ERP ადმინისტრატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: 1C ERP ადმინისტრატორი
მომწოდებელი: G&A Group
გამოქვეყნდა: 06 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 06 ნოემბერი
G&A Group არის სწრაფად მზარდი, ერთ-ერთი წამყვანი ნახევარფაბრიკატების მწარმოებელი კომპანია საქართველოში. ვამზადებთ უმაღლესი ხარისხის პროდუქციას და ვაწვდით მას ქვეყნის მასშტაბით. კომპანიას ასევე აქვს ფართომასშტაბიანი სამაცივრე საწყობი.

მდებარეობა - დიდი დიღომი
სამუშაო განაკვეთი - სრული
დასახელება: 1C ERP ადმინისტრატორი
ანაზღაურება მაღალი (კვალიფიკაციიდან გამომდინარე)

ფუნქცია-მოვალეობები:

** პროგრამა 1C ERP - ში სხვადასხვა სახის მონაცემების პერიოდული მონიტორინგი ხარვეზების იდენტიფიკაცია და აღმოფხვრა;
** ორგანიზაციის მოთხოვნების მიხედვით, ცვლილებებისა და სიახლეების განხორციელება, ან/და დამატებითი მოდულების შექმნა-განვითარება;
** ახალი პროცესებისა და მოთხოვნების პროგრამაში ასახვისათვის საჭირო სქემების განხილვა, ოპტიმალური ვარიანტის ჩამოყალიბება და ტესტირება;
** დისტრიბუციის მოდულების მართვა და საოპერაციო საქმიანობაში ჩართულობა;
** სისტემის მომხმარებლებისთვის მხარდაჭერა, ტრენინგების ჩატარება და ინსტრუქციების მომზადება;
** სხვადასხვა ანგარიშგებების აწყობა და რეპორტინგი;
** თვის დახურვის ოპერაციებში მონაწილეობის მიღება;
** სისტემის პროვაიდეთან კომუნიკაცია;
** სხვადასხვა სამუშაოსთან დაკავშირებული მოთხოვნების შესრულება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
** 1C ERP სისტემების სიღრმისეული ცოდნა;
** ბუღალტერიის საფუძვლების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;

დაინტერესებისა და ზემოთ ჩამოთვლილი მოთხოვნების დაკმაყოფილების შემთხვევაში გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე hr@gagroup.com.ge და სათაურში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება. დრო პრიორიტეტია, შერჩევა შესაძლოა დასრულდეს ვადის გასვლამდე.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია