დასახელება:
გრაფიკული დიზაინერი
|
მომწოდებელი:
მარშე
|
გამოქვეყნდა: 06 ოქტომბერი
/ ბოლო ვადა: 06 ნოემბერი
|
"მარშე" საერთაშორისო სტანდარტების მქონე საკვები პროდუქტების მწარმოებელი კომპანიაა. დაარსებიდან დღემდე ზრდისა და განვითარების პროცესს უწყვეტად განაგრძობს. ამ ეტაპზე წარმოების ოთხი ძირითადი მიმართულება გვაქვს: ნახევარფაბრიკატები, პურ-ფუნთუშეული, ხორცპროდუქტები და თევზეული. მარშე აქტიურად არის წარმოდგენილი B2B ბაზარზე, ასევე აქტიურად ავითარებს საცალო ვაჭრობის მიმართულებას.
"მარშე" აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: გრაფიკული დიზაინერი.
სამუშაო ადგილი: თბილისი, თ.ერისთავის #5;
სამუშაო დრო: 21 საათიანი (3 დღე) სამუშაო განაკვეთი კვირაში
ძირითადი მოვალეობები:
** საკვები პროდუქტების შეფუთვების დიზაინზე, ეტიკეტებზე და ვიზუალური ბრენდინგის სხვა ელემენტებზე მუშაობა;
** მარკეტინგული და სარეკლამო მასალების შექმნა;
** სოციალური მედიასა და ვებსაიტებისთვის საჭირო ვიზუალურ კონტენტზე მუშაობა;
** მარკეტინგის გუნდთან მჭიდრო თანამშრომლობა;
** ტექნიკური ფაილების სწორად მომზადება ბეჭდვისთვის;
** კომპანიის ვიზუალური სტანდარტების და ბრენდბუქის დაცვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** გამოცდილება გრაფიკულ დიზაინში, სასურველია საკვები პროდუქტების ან FMCG სექტორში;
** Adobe Illustrator, Photoshop, InDesign პროგრამების ცოდნა;
** ბეჭდვითი მასალის მომზადების სპეციფიკის ცოდნა;
** კრეატიული ხედვა და იდეების დამოუკიდებლად მოფიქრების უნარი
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი ნამუშევრების პორტფოლიოს ლინკი და CV/რეზიუმე (ან ლინდინის URL ლინკი) შემდეგ მისამართზე: jobs@marshe.ge და წერილის სათაურში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება "გრაფიკული დიზაინერი".
|
|
|
|