დასახელება:
სტომატოლოგიის ტექნიკოსი
|
მომწოდებელი:
სტომატოლოგიური კლინიკა მეცნიერი
|
გამოქვეყნდა: 06 ოქტომბერი
/ ბოლო ვადა: 06 ნოემბერი
|
სტომატოლოგიური კლინიკა "მეცნიერი" აცხადებს ვაკანსიას სტომატოლოგიის ტექნიკოსის პოზიციაზე.
პასუხისმგებლობები:
** სტომატოლოგის მიერ გაგზავნილი სკანირებული ან სილიკონური მასით აღებული ანაბეჭდის მიხედვით შექმნას პირის ღრუს ზუსტი, აკურატული მოდელი;
** შექმნას ნაწილობრივი ან სრული მოსახსნელი პროთეზები; (არ არის სავალდებულო.)
** ჩართული იყოს ისეთ ორთოპედიული სამუშაოებში, როგორებიცაა თანკბილვის განსაზღვრა, ცვილზე მუშაობა (Wax Try-In), მოდელირება და პირის ღურს დათვალიერება;
** შექმნას ფიქსირებული ორთოპედიული კონსტრუქციები როგორებიცაა: გვირგვინები, ხიდები, ვინირები, ინლეი, ონლეი, ოვერლეი სხვადასხვა მასალებისგან
** შექმნას ორთოდონტიული კონსტრუქციები:რეტეინერები, ელაინერები;
** გამოიყენოს ტრადიციული და ციფრული ტექნოლოგიები მათ შორის CAD/CAM სისტემა, 3D პრინტერი და ჩარხი;
** უზრუნველყოს ინფექციების კონტროლი და უსაფრთხოება;
** უწყვეტი პროფესიული განათლების მიღება: დაესწროს ტრენინგებს, გაეცნოს პროფესიულ ლიტერატურას და აქტიურად იყოს ჩართული პროფესიულ ორგანიზაციებში/ასოციაციებში;
** მენტორობა გაუწიოს უმცროს ტექნიკოსებს.
ტექნიკოსის ვალდებულებაა იცოდეს ქვემოთ მოცემული მასალებით მუშაობა:
** კერამიკა
** პლასტმასი;
** ცვილი wax up
** მეტალი (ოქრო, უჟანგავი ფოლადი) (არ არი სავალდებულო)
გამოავლინოს უნარები იმ მიმართულებით როგორებიცაა:
** კბილის მოდელირება; (CAD - CAM)
** პოლირება; (ცირკონის კიდეების ვერტიპრეპის დროს)
** პირის ღრუს მოდელების ჩამოსხმა/დაპრინტვა;
** კერამიკასთან მუშაობა; (კერამიკის მასებით სამუშაოს დასრულება.
** პლასტმასასთან მუშაობა;
უნარები:
** კარგი მანუალური უნარები.
** დეტალებზე ყურადღების გამახვილება;
** ჩამოყალიბებული ხედვა, რათა ზუსტად აღადგინოს ბუნებრივი კბილის დიზაინი (ფორმა, ფერი, ზომა), ასევე გაითვალისწინოს ღრძილის მდგომარეობა და ფერი;
** შეეძლოს თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენება როგორიცაა CAD/CAM სისტემა
** პრობლემის გადაჭრის უნარი, კრიტიკული აზროვნება;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი კოლეგებთან, სტომატოლოგებთან და სხვა ჯანდაცვის სპეციალისტებთან;
** გუნდური მუშაობის უნარი (კოლეგის აზრის პატივისცემა, გათვალისწინება, საკუთარი აზრის არგუმენტირებულად დასაბუთება და გადაწყვეტილების მიღება);
** სტრესული გარემოს ფონზე შეეძლოს მართოს სამუშაოების მიმდინარეობა და დაამთხვიოს დედლაინებს;
** გააცნობიეროს ჯვარედინად გადამდები ინფექციები, შექმნას უსაფრთხო გარემო სამუშაოდ და დაიცვას ჯანმრთელობა ინფექციების კონტროლით
დაინტერესების შემთხვევაში დაგვიკავშირდით ნომერზე: +995 598 78 89 33
|
|
|
|