Робота для біженців з України
უმცროსი HVAC ინჟინერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: უმცროსი HVAC ინჟინერი
მომწოდებელი: დომუს დეველოპმენტი
გამოქვეყნდა: 06 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 30 ოქტომბერი
კომპანია "დომუს დეველოპმენტი" აცხადებს ვაკანსიას უმცროსი HVAC ინჟინრის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** წყალმომარაგების სისტემებისა და ხანძარსაწინააღმდეგო ნახაზების დაპროექტება;
** მშენებლობის დროს წარმოქმნილი სანტექნიკური და ხანძარსაწინააღმდეგო პრობლემების გაანალიზებისა და დროულად მოგვარება;
** სანტექნიკის, გათბობის, ვენტილაციის, კონდიცირებისა და ზოგადი მილსადენი სისტემების დაგეგმარება სამშენებლო პროექტის შესაბამისად;
** საინჟინრო გათვლების წარმოება HVAC სისტემებისთვის;
** სხვადასხვა ტიპის შენობებისთვის გათბობა-გაგრილებისა და ვენტილაციის სისტემების პროექტირება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** განათლება: უმაღლესი - საინჟინრო
** სამუშაო გამოცდილება: მინიმუმ ერთი წელი HVAC სისტემების პროექტირებაში გამოცდილება.

ცოდნა და უნარები:

** ქართული და ინგლისური (გამართული წერითი და ზეპირი კომუნიკაცია);
** კომპიუტერული საოფისე პროგრამები; AutoCAD, ArchiCAD;
** სიზუსტე - ყურადღება დეტალების მიმართ;
** შედეგზე ორიენტირება, პროცესების სრულყოფისკენ სწრაფვა;
** დროის, პრიორიტეტების ეფექტიანად განაწილების უნარი - მოწესრიგებულობა, ორგანიზებულობა;
** გუნდურობა - საკუთარი და გუნდის წარმატებაზე პასუხისმგებლობის აღქმა;
** გაურკვევლობებთან გამკლავება;
** ჯანსაღი გარემოს შექმნა - ხელმისაწვდომობა, ღია და მეგობრული კომუნიკაცია, განსხვავებული აზრების წახალისება, შეხედულებების ღიად გამოთქმა.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, თქვენი რეზიუმე/CV ან კომპანიის სააპლიკაციო ფორმა (იხ. თანდართული სახით) გამოაგზავნეთ ელ. ფოსტის მისამართზე career@domusi.com. განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 30/10/2025. გთხოვთ, ელ. ფოსტის სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

კომპანია ხელს უწყობს დასაქმების თანაბარ შესაძლებლობებს და მხარს უჭერს სამუშაო ადგილზე თანასწორობის პრინციპს. გადაწყვეტილებები მიიღება აპლიკანტის კვალიფიკაციის საფუძველზე და არა რასის, კანის ფერის, ეროვნების, რელიგიის, სქესის, ასაკის, სექსუალური ორიენტაციის, სქესის იდენტურობის, ოჯახური მდგომარეობის ან სხვა კრიტერიუმების საფუძველზე, როგორც ეს განსაზღვრულია საქართველოს შრომის კოდექსში.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ: განაცხადის გამოგზავნით გვაძლევთ თანხმობას, რომ მიღებული პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდეს კომპანიის უფლებამოსილი პირ (ებ)ის მიერ. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია აპლიკანტის შესაბამისობის დადგენა მიმდინარე/სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან, დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით და შეინახება არაუმეტეს 2 წლის ვადისა; აპლიკანტი უფლებამოსილია მოითხოვოს ინფორმაციის განახლება, დამატება, წაშლა. ამისათვის, გთხოვთ მოგვმართეთ ელ-ფოსტაზე: Career@domusi.com
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე