Робота для біженців з України
სამუშაოთა მწარმოებელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სამუშაოთა მწარმოებელი
მომწოდებელი: MBG.LTD
გამოქვეყნდა: 06 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 06 ნოემბერი
"MBG" აცხადებს ვაკანსიას სამუშაოთა მწარმოებლის თანამდებობაზე.

MBG Construction - ეს არის 15-წლიანი გამოცდილების მქონე სამშენებლო კომპანია, რომელიც წარმატებით საქმიანობს საცხოვრებელი და კომერციული ობიექტების მშენებლობის სფეროში.

კომპანია ახორციელებს როგორც მაღალტექნოლოგიური კორპუსების, ისე საოჯახო სახლების მშენებლობას სრული ციკლით - საძირკველიდან დასრულებულ ობიექტამდე.
MBG Construction-ის ძლიერი მხარეა მონოლითური სამუშაოები - კომპანია გამოირჩევა მაღალი ხარისხით, ტექნოლოგიური სიზუსტით და უსაფრთხოების სტანდარტების მკაცრი დაცვით.

წლების განმავლობაში MBG-მ დაიმკვიდრა საიმედო პარტნიორის სახელი, რაც ეფუძნება პროფესიონალ გუნდს, პასუხისმგებლობასა და შედეგზე ორიენტირებულ მიდგომას.

ვაშენებთ, რაც საუკუნეებს უძლებს.

ანაზღაურება: 3500 ლარი ხელზე ასაღები
სამუშო გრაფიკი: სრული განაკვეთი, 09:00 - 18:00
სამუშაო ადგილი: თბილისი

ძირითადი ფუნქციები:

** სამუშაო პროცესის დაგეგმვა და კონტროლი;
** სამუშაო პროცესში მონაწილეობის მიღება და კონტროლი;
** სამუშაო პროცესში წარმოქმნილი სირთულეების გადაჭრაში მონაწილეობის მიღება;
** მის დაქვემდებარებულ თანამშრომელთა მიერ შესრულებული სამუშაოს მოცულობის აღრიცხვა-კონტროლი;
** დაქვემდებარებული თანამშრომლების მიერ გამოყენებული ხელსაწყო-იარაღების სათანადო მოვლის უზრუნველყოფის მიზნით კონტროლი;
** შესრულებული სამუშაოების ანალიზი, მასალების ჩამოწერის აქტების მომზადება, შესრულებული სამუშაოების გაანგარიშება;
** უსაფრთხოების სპეციალისტის მითითებების შესრულების უზრუნველყოფა;
** სამუშაოების განხორციელება საპროექტო დოკუმენტაციის შესაბამისად;
** სამუშაოების წარმოებისას სხვადასხვა აქტების მომზადება (ფარული სამუშაოს აქტი, სამუშაოების წარმოების ჟურნალი და სხვა);

მოთხოვნები:

** საოფისე პროგრამების ცოდნა;
** სამშენებლო წესების და ნორმების ცოდნა;
** საპროექტო ნახაზების სწორად წაკითხვის უნარი;
** საპროექტო უმაღლესი განათლება;
** სამუშაოთა მწარმოებლად მუშაობის არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილება.

ბენეფიტი:

** კარიერული განვითარების პერსპექტივა
** ჯანმრთელობის დაზღვევა
** წელიწადში ორჯერ თიმბილდინგი
** კორპორატიული წვეულება
** ტრენინგები

კომპანია დასაქმებულს სთავაზობს სტაბილურ და საინტერესო გარემოში მუშაობას, განვითარების შესაძლებლობას და მაღალი სტანდარტის სამუშაო პირობებს.

შერჩევის ეტაპი:

რეზიუმეს გადარჩევა. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან;
გასაუბრება.

ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს ვთხოვთ, გამოგზავნონ (CV) მეილზე: careers@mb.ge და სათაურის ველში (subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - სამუშაოთა მწარმოებელი.

დავუკავშირდებით მხოლოდ გასაუბრებისთვის შერჩეულ კანდიდატებს.
"MBG" მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!
გაცნობებთ, რომ კომპანია "MBG", ვაკანსიაზე შესაბამისობის დადგენისა და შრომითი ურთიერთობის დამყარების მიზნით, ახორციელებს პრეტენდენტის პერსონალური მონაცემის დამუშავებას "პესრონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის სრული დაცვით და მოთხოვნით.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე