Робота для біженців з України
ვიდეო კონტენტ კრეატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ვიდეო კონტენტ კრეატორი
მომწოდებელი: Delivo
გამოქვეყნდა: 06 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 06 ნოემბერი
დელივო — ერთ-ერთი წამყვანი საფოსტო-საკურიერო კომპანიაა ლოჯისტიკის სფეორში, რომელიც აქტიურად ოპერირებს სრულიად საქართველოს მასშტაბით, რაც უზრუნველყოფს სწრაფ და ხელმისაწვდომ მომსახურებას საქართველოს ნებისმიერ წერტილში.

დელივოს ძირითადი მისიაა თანამედროვე, ინოვაციური და მომხმარებელზე ორიენტირებული სერვისების განვითარება, რომლებიც შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებსა და პასუხობს ადგილობრივი ბაზრის მზარდ მოთხოვნებს.

"დელივო" აცხადებს ვაკანსიას ვიდეო კონტენტ კრეატორის პოზიციაზე თბილისში.

ლოკაცია: ქ.თბილისი, ჭავჭავაძის 49დ (ჰიბრიდული)

ძირითადი მოვალეობები:

** კონტენტ სტრატეგიის შემუშავება
** კონტენტ კალენდრის შედგენა ყოველთვიურად და შემდგომი რეპორტინგი
** სოციალური მედია არხებისთვის მაღალი ხარისხის ვიდეო კონტენტის შექმნა, მართვა. (განსაკუთრებით TikTok პლატფორმისთვის)
** ვიდეო კონტენტის მონტაჟი, დამუშავება და განთავსება.
** ტრენდული ვიდეოების გადაღება და ადაპტაცია კომპანიის სოციალურ მედია პლატფორმებთან (TikTok, Reels)
** მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის გუნდთან ერთად მუშაობა და იდეების გენერაცია.
** გადაღების პროცესისათვის საჭირო ინვენტარის, რეკვიზიტებისა და გარემოს შექმნა.
** ბრენდის იმიჯზე ზრუნვა შესაბამისი ვიდეო კონტენით და მისი შენარჩუნება
** უშალო ხელმძღვანელის მიერ სამუშაო პროცესში წარმოშობილი დავალებების შესრულება (დაკავშირებული ვიდეო კონტენტთან).

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება; (სასურველია მარკეტინგის მიმართულებით);
** მსგავს პოზიციაზე მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
** ქართულ ენაზე გამართულად წერისა და მეტყველების უნარი
** ინგლისური ენის ცოდნა B2 დონეზე
** CapCut, Canva და სხვა მსგავს პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება (აუცილებელია).

უნარ-ჩვევები:

** ვიდეომონტაჟი;
** კრეატიული ხედვა;
** მაღალი ხარისხის კონტენტის შექმნა;
** გუნდური მუშაობა
** დეტალებზე ორიენტირებულობა
** პუნქტუალურობა

დაინტერესებულმა პირებმა, ვისი უნარები და გამოცდილებაც შეესაბამება მოთხოვნებს, გთხოვთ გამოაგზავნოთ CV, ხოლო და პორტფოლიოს არსებობის შემთხვევაში გაგვიზიარეთ პორტფოლიო ელ. მისამართზე: vacancy@dflgroup.net არაუგვიანეს 2025 წლის 6 ნოემბრამდე.

გთხოვთ, მიუთითოთ სათაურში პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება
"დელივო" მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს.

"დელივოში" თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებულ პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები "სინევოს" მიერ დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის, შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა, არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის არაუმეტეს 3 წლის ვადით. გთხოვთ, მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოეხმაუროთ ვაკანსიას და გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე, თუ თქვენ ეთანხმებით ზემოაღნიშნულ პირობებს.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე