დასახელება:
ანაზღაურებადი სტაჟირება HR დეპარტამენტში
|
მომწოდებელი:
ავერსის კლინიკა
|
გამოქვეყნდა: 06 ოქტომბერი
/ ბოლო ვადა: 20 ოქტომბერი
|
შპს "ავერსის კლინიკა" აცხადებს ვაკანსიას: ანაზღაურებადი სტაჟირება HR დეპარტამენტში.
სამუშაო ადგილი : ვაჟა-ფშაველას 27ბ
სამუშაო გრაფიკი : 9:00 - 17:00 (ორშაბათი - პარასკევი)
სტაჟირების ვადა : 6 თვე
სტაჟირების დროს სტაჟიორი ჩართული იქნება შემდეგი მიმართულებებით:
** თანამშრომელთა შრომითი ხელშეკრულებების და დანართების მომზადება, თანამშრომლებისთვის შესაბამისი დოკუმენტაციის გაცნობა და განახლება საჭიროების მიხედვით;
** თანამშრომელთა პირადი საქმეების გადახედვა და დოკუმენტაციის პერიოდული განახლება;
** სხვადასხვა პორტალზე თანამშრომელთა მონაცემების შეტანა დადგენილი ვადების დაცვით;
** ყოველთვიურად საშტატო ფორმის დამუშავება და ანალიზი.
კვალიფიკაცია და მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება (ფსიქოლოგიის მიმართულებით);
** სასურველია მცირე გამოცდილება HR ადმინისტრირების მიმართულებით;
** საოფისე პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ცოდნა;
** ინგლისური ენის ცოდნა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** კომუნიკაბელურობა;
** პუნქტუალურობა;
** ორგანიზებულობა.
რეზიუმეს გამოსაგზავნად ეწვიეთ ბმულს: https://aversiclinic.selfrecruit.ge/s/idsHh
კანდიდატისთვის ცნობილია, რომ შპს "ავერსის კლინიკა" ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, კანდიდატის მიერ წარმოდგენილ პერსონალურ მონაცემებს ამუშავებს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ, ასევე, კანდიდატის მიერ გამოგზავნილი მონაცემები შესაძლოა, არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის 12 თვის ვადით. თუ თქვენ წინააღმდეგი ხართ, თქვენი კანდიდატურა განხილულ იქნას სხვა პოზიციაზე ან გსურთ, რომ შპს "ავერსის კლინიკამ" შეწყვიტოს კონკრეტული ვაკანსიისთვის მონაცემების დამუშავება, ან გსურთ მონაცემთა ცვლილება ან წაშლა შეგიძლიათ დაუკავშირდეთ კომპანიას საკონტაქტო hr_clinic@aversi.ge
თქვენ გაქვთ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე ინფორმაციის მიღების, ამ მონაცემების დამუშავების საფუძვლისა და მიზნის, მონაცემთა შენახვის ვადის შესახებ, გაცნობისა და ასლების მიღების, მათი გასწორების, განახლების, შევსების, დაბლოკვის, დამუშავების შეწყვეტის, წაშლისა და განადგურების, გადატანის მოთხოვნის, გასაჩივრების უფლებების შესახებ.
პერსონალურ მონაცემთა დაცვის მაღალი სტანდარტის დანერგვისა და მათ დამუშავებასთან დაკავშირებული ნებიმიერი საკითხისა თუ წამოჭრილი პრობლემის მაქსიმალურად ეფექტურად მართვის/გადაჭრის მიზნით, წინამდებარე თანხმობის გამცემი პირი უფლებამოსილია, კონსულტაციისთვის, ნებისმიერ დროს მიმართოს დამსაქმებლის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერს შპს "სამედიცინო იურიდიული საკონსულტაციო ჯგუფს" PDPO@aversi.ge; და არსებული საჭიროებიდან გამომდინარე, მაქსიმალურად მოკლე ვადაში მიიღოს კვალიფიციური და ოპერატიული მომსახურება.
https://www.aversiclinic.ge/
|
|
|
|