დასახელება:
ჯუნიორ მარკეტერი
|
მომწოდებელი:
კომპანია
|
გამოქვეყნდა: 06 ოქტომბერი
/ ბოლო ვადა: 06 ნოემბერი
|
ქართული სასტუმროების ერთ-ერთი ქსელი აცხადებს ვაკანსიას ჯუნიორ მარკეტერის პოზიციაზე, რომელიც იზრუნებს ბრენდის მარკეტინგულ კომუნიკაციასა და პოპულარიზაციაზე
სამუშაო აღწერილობა:
** სამუშაო ადგილი: თბილისი
** ხელზე ასაღები ანაზღაურება: შეთანხმებით
** სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი (09:00-18:00)
სამუშაო აღწერილობა:
ძირითადი მოვალეობები:
** ბრენდის PR და მარკეტინგული სტრატეგიის შემუშავებასა და განხორციელებაში ჩართულობა;
** მედია პარტნიორებთან ურთიერთობის მართვა;
** კამპანიებისა და ღონისძიებების ორგანიზებაში ჩართულობა;
** სარეკლამო კომპანიებთან თანამშრომლობა, სარეკლამო კონცეფციების, სცენარების, დიზაინებისა და სხვა მასალების შემუშავებაში მონაწილეობა გუნდთან ერთად;
** უკვე არსებული თუ ახალი სერვისების პრომოცია და კლიენტებისთვის საინფორმაციო კამპანიების განხორციელებაში ახალი გზების მოძიება/გენერირებაში მონაწილეობის მიღება.
** ბაზრისა და კონკურენტების ანალიზის საფუძველზე გუნდში ახალი იდეების შემოთავაზება.
** MS Office (Word, Excel, Power Point) პროგრამების ცოდნა.
მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება (სასურველია მარკეტინგი/PR/კომუნიკაციები);
** მსგავს პოზიციაზე სამუშაო გამოცდილება (უპირატესობა მიენიჭება სტუმარ-მასპინძლობის სფეროს);
** ქართული და ინგლისური ენების ცოდნა. ქართულ ენაზე სწორი მეტყველება;
** კრეატიულობა და ინოვაციური იდეების შექმნის უნარი;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარები.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, თქვენი განახლებული CV გამოგზავნოთ ელ. ფოსტაზე hroutsource24@gmail.com
|
|
|
|