Робота для біженців з України
საერთაშორისო სასწავლო ვიზიტი იტალიაში
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საერთაშორისო სასწავლო ვიზიტი იტალიაში
მომწოდებელი: პროფესიული უნარების სააგენტო
გამოქვეყნდა: 06 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 10 ოქტომბერი
თანდართული ფაილი: 671184_annex_1952530.zip
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და პროფესიული უნარების სააგენტოს ინიციატივით გამოცხადდა კონკურსი, პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი საჯარო და კერძო დაწესებულებების პროფესიული განათლების მასწავლებლებისთვის საერთაშორისო სასწავლო ვიზიტში მონაწილეობის მისაღებად.

კონკურსის მიზანია:

** დარგობრივი პედაგოგიკის მიმართულებით თანამედროვე ცოდნის მიღებისა და მისი კოლეგებისთვის გაზიარების ხელშეწყობა;
** მასწავლებელთა დარგობრივი ქსელების (როგორც ეროვნულ, ასევე, საერთაშორისო დონეზე) გაძლიერების ხელშეწყობა;
** პროფესიული განათლების ინტერნაციონალიზაციის ხელშეწყობა;
** პროფესიულ განათლებაში ინოვაციური სწავლების მეთოდებისა და მიდგომების დანერგვის ხელშეწყობა.

ვის შეუძლია მონაწილეობის მიღება:

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ პირებს, რომლებიც, მევენახეობა-მეღვინეობის, მეღვინეობის, მევენახეობის და სასმელების წარმოების შესაბამის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამ (ებ)აზე ასწავლიან პროფესიულ მოდულს.

საერთაშორისო სასწავლო ვიზიტი განხორციელდება იტალიის პარტნიორ ორგანიზაციაში, 2025 წლის, ნოემბრის თვეში.

მონაწილეთა შერჩევის კრიტერიუმები:

** პროფესიული განათლების მასწავლებლის პროფესიული საქმიანობის ფარგლებში ბოლო 2 წლის განმავლობაში განხორციელებული აქტივობები (ღონისძიებები, შეხვედრები, პროექტები და სხვა);
** მოტივაცია;
** რეპლიკაციის აქტივობების გეგმა;
** აპლიკანტისთვის გაწეული რეკომენდაცია;

კონკურსის ეტაპები: აპლიკანტთა შერჩევა ხორციელდება ორ ეტაპად: წარდგენილი დოკუმენტაციის შეფასება და გასაუბრება.

რა არის საჭირო განაცხადის გასაკეთებლად?

** კონკურსში მონაწილეობის მსურველი მასწავლებელი განაცხადის ფორმას წარადგენს შემდეგი ბმულის საშუალებით: https://forms.office.com/Pages/DesignPageV2.aspx?subpage=design&token=093ad98756ad4e0ebd786ee5c73162ba&id=POnSYT1CtEOPIxWAwjQZUtvW1XSJ8n9IkPVwE3-N2YhUNU5aODdIQjlKTlZHMUNIU05WR09VQllNVC4u&topview=Preview
** დაწესებულების ხელმძღვანელი პირის მიერ კონკურსში მონაწილეობის მსურველი მასწავლებლისთვის გაწეული რეკომენდაცია (სარეკომენდაციო წერილი დანართი N2-ის ფორმით წარმოდგენილ უნდა იქნეს საქმისწარმოების ელექტრონული პროგრამის Eflow-ს საშუალებით; საქმისწარმოების ელექტრონული პროგრამის Eflow-ს არქონის შემთხვევაში, გამონაკლისის სახით - სააგენტოს ოფიციალურ ელექტრონულ ფოსტაზე - info@geoskills.ge.

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა, არაუგვიანეს 2025 წლის 10 ოქტომბერი.

დეტალური ინფორმაცია კონკურსში მონაწილეობასთან დაკავშირებით, შეგიძლიათ, იხილოთ დანართის სახით წარმოდგენილ დოკუმენტებში.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე