Робота для біженців з України
ERP სისტემის ადმინისტრატორი
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ERP სისტემის ადმინისტრატორი
მომწოდებელი: ქართული ღვინის კომპანია
გამოქვეყნდა: 06 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 06 ნოემბერი
ქართული ღვინის კომპანია 2004 წლიდან წამყვან პოზიციებს იკავებს, როგორც საქართველოს ბაზარზე, ასევე ექსპორტის მიმართულებით მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში. მისი მთავარი პრიორიტეტია განვითარება აქციოს ტრადიციად.

კომპანიის სტრატეგიული მიზანია პროცესების მუდმივი გაუმჯობესება და ტექნოლოგიური განვითარების მხარდაჭერა. აღნიშნული მიზნით, კომპანიაში ცხადდება ვაკანსია ERP სისტემის ადმინისტრატორის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო განაკვეთი: სრული
ანაზღაურება: კვალიფიკაციის შესაბამისად.

ძირითადი ვალდებულებები:

** კომპანიაში არსებული ბიზნეს პროცესების შესწავლა, ანალიზი და ოპტიმიზაციაში აქტიური მონაწილეობის მიღება;
** ERP სისტემის ადმინისტრირება და გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა;
** მონაცემთა უსაფრთხოებისა და სიზუსტის უზრუნველყოფა;
** სისტემის კონფიგურაცია, ოპტიმიზაცია და საჭიროებების შესაბამისად მოდიფიცირება;
** სისტემის განახლება და ახალი მოდულების დანერგვაში მონაწილეობის მიღება;
** ტექნიკური ხარვეზების გამოვლენა, დიაგნოსტიკა და მათი დროული აღმოფხვრა;
** თანამშრომელთა კონსულტირება ERP სისტემის გამოყენებასთან დაკავშირებით
** პერიოდული ტრენინგების ჩატარება თანამშრომლებისთვის;

განათლება და საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (ბიზნესის ადმინისტრირების, IT ან ტექნიკური განათლება ჩაითვლება უპირატესობად)
** მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება ERP სისტემებთან მუშაობაში;
** ERP სისტემების (მაგ. SAP, Oracle, Microsoft Dynamics ან მსგავსი) ადმინისტრირების ცოდნა;
** მონაცემთა ბაზებთან (SQL) მუშაობის გამოცდილება;
** ინფორმაციული უსაფრთხოების პრინციპების ცოდნა;
** ანალიტიკური აზროვნება და პრობლემების გადაჭრის უნარი;

დაინტერესებულმა აპლიკანტებმა თქვენი რეზიუმე უნდა გამოაგზავნოთ მისამართზე: t.nonikashvili55@gmail.com. გთხოვთ, თემის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება — "ERP სისტემის ადმინისტრატორი".

შენიშვნა: წინამდებარე ვაკანსიისათვის პირის მიერ CV-ს წარდგენა, გულისხმობს პირის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. CV-ში მოცემული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებულ/შენახულ იქნება მხოლოდ გამოცხადებული ვაკანსიისათვის კანდიდატის შერჩევის მიზნით, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე