Робота для біженців з України
ლაბორატორიის სპეციალისტი - ქუთაისი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ლაბორატორიის სპეციალისტი
მომწოდებელი: ნორდსტოუნი
გამოქვეყნდა: 06 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 09 ნოემბერი
"ნორდსტოუნი" აცხადებს ვაკანსიას ლაპორატორიის სპეციალისტის პოზიციაზე ქუთაისში არსებულ ბეტონის მწარმოებელ ქარხანაში.

ძირითადი მოვალეობები:

** ლაბორატორიაში საჭირო ანალიზების წარმოება, თხევადი და გამყარებული ბეტონის პარამეტრების დადგენა.
** სამშენებლო ობიექტებზე ბეტონის სინჯის აღება, ანალიზის წარმოება და ხარისხის შემოწმება მშენებლობის კუთხით.
** საწარმოში შემოსული ნედლეულის, ქვიშის, ხრეშის, ცემენტის და ქიმიური დანამატის სხვადასხვა ფიზიკურ-მექანიკური პარამეტრების შემოწმება.
** კომპანიის სამუშაო ტერიტორიაზე არსებული და მოქმედი შრომის უსაფრთხოების წესებისა და რეგულაციების დაცვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სავალდებულო: MS Office (Excel) მუშაობის გამოცდილება.

აუცილებელია B კატეგორიის მართვის მოწმობა.
გრაფიკი - სრული, 1 სთ შესვენება
სტაჟირება: 1 თვე 500 ლარი (ჰაიდელბერგის ბეტონის ლაბორატორიაში)

დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ თქვენი რეზიუმე გამოაგზავნოთ შემდეგ ელ-ფოსტაზე: info@nordstone.ge ელფოსტის "SUBJECT" ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება ან დაგვიკავშირდით ნომერზე 551352324

განაცხადის შევსების ბოლო ვადა: 09 ნოემბერი 2025.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე