Робота для біженців з України
არაანაზღაურებადი სტაჟირება მარკეტინგის დეპარტამენტში
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: არაანაზღაურებადი სტაჟირება მარკეტინგის დეპარტამენტში
მომწოდებელი: უნისონი
გამოქვეყნდა: 06 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 06 ნოემბერი
კომპანია "უნისონი", რომელიც ჩართულია სადაზღვევო სფეროში, მენეჯმენტის მრავალწლიანი გამოცდილებითა და პროფესიონალიზმით, ძლიერი საერთაშორისო პარტნიორებითა და მრავალფეროვანი პროდუქტებით ეძებს სტაჟიორს მარკეტინგის დეპარტამენტში.

პოზიცია: არაანაზღაურებადი სტაჟირება მარკეტინგის დეპარტამენტში
სამუშაოს ადგილი: ქ. თბილისი, დ. გამრეკელის ქ. N19
სამუშაო საათები: 09:30-18:30
ვაკანტური ადგილების რაოდენობა: 1

ძირითადი მოვალეობები:

** ფეისბუქის, სხვა სოც ქსელების ფაბლიქ კომენტარებზე დროული რეაგირება.
** ინფორმაციის მუდმივი განახლება საიტის ადმინ პანელიდან.
** საიტის და აპლიკაციის მუდმივი მონიტორინგი, მისი ფუნქციონალის გამართულად მუშაობაზე ზრუნვა.
** მომხმარებელთა ფიდბექის მოკვლევა-ანალიზი საიტზე მათი გამოცდილების შესახებ.
** ინიციატივების და იდეების წამოყენება საიტის როგორც ფუნქციონალური, ასევე ვიზუალური გაუმჯობესებების თაობაზე.
** აპლიკაციის და საიტის ნებისმიერი რენოვაციის სამუშაოებში აქტიური ჩართულობა და მასზე დელეგირებული პროექტების/თასქების აღსრულება.
** გუნდთან ერთად იმუშავებს მისი უშუალო ხელმძღვანელის მიერ მიცემულ დავალებებზე.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** განათლება: უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების ან მარკეტინგის სფეროში. ან სტუდენტი (მე3-ე; მე4-ე კურსი);
** გამოცდილება სასურველია, მაგრამ არ არის სავალდებულო;
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
** ინგლისური ენის ცოდნა.

დამატებითი მოთხოვნები:

** გუნდური მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი დონე;
** დეტალებზე ორიენტირების უნარი;
** პრობლემების გადაჭრის უნარი;

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, მოგვაწოდოთ რეზიუმე ელ. მისამართზე: vacancy@ilaria.ge.

გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება - "სტაჟიორი მარკეტინგის დეპარტამენტში".

გისურვებთ წარმატებას!

თქვენი პერსონალური მონაცემ (ებ)ის დამუშავება განხორციელდება ავტომატური ან/და არაავტომატური გზით შპს "ილარია ქონსალთინგ"-ს (შემდგომში - კომპანია) მიერ (მათ შორის, უფლებამოსილი პირის მეშვეობით), რომელიც მოქმედებს მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტების და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის მიმდინარე ან/და მომავალი ვაკანსიის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით. კომპანია თქვენს მიერ წარმოდგენილ ინფორმაციას დაამუშავებს იმ მოცულობით, რომელიც საჭიროა თქვენი ვაკანტურ პოზიციაზე დასაქმებისათვის.

გაცნობებთ, რომ კომპანია კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს "დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა დაცვით. ჩვენ ვგმობთ და ვემიჯნებით ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას, როგორც წინასახელშეკრულებო, ისე შრომითი ურთიერთობის ფარგლებში.

გაცნობებთ, რომ რეზიუმეს მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე გამოგზავნის გზით, ადასტურებთ და თანხმდებით წინამდებარე პირობას პერსონალურ მონაცემთა დამუშავებასთან დაკავშირებით.

თუ გსურთ მიიღოთ დამატებითი ინფორმაცია კომპანიის მიერ დამუშავებული თქვენი პერსონალური მონაცემების შესახებ, ან/და იმ შემთხვევაში, თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება, ან/და გსურთ ინფორმაციის განახლება/განადგურება/წაშლა ან/და "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით დადგენილი თქვენი სხვა უფლების რეალიზება, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ შემდეგ ელ-ფოსტაზე: vacancy@ilaria.ge
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე