დასახელება:
დიზაინერი
|
მომწოდებელი:
უნისონი
|
გამოქვეყნდა: 06 ოქტომბერი
/ ბოლო ვადა: 06 ნოემბერი
|
კომპანია "უნისონი", რომელიც ჩართულია სადაზღვევო სფეროში, მენეჯმენტის მრავალწლიანი გამოცდილებითა და პროფესიონალიზმით, ძლიერი საერთაშორისო პარტნიორებითა და მრავალფეროვანი პროდუქტებით ეძებს დიზაინერს.
სამუშაოს ადგილი: ქ. თბილისი, დ. გამრეკელის ქ. N19
სამუშაო საათები: 09:30-18:30
ანაზღაურება: 2000-2500 ლარი (კვალიფიკაციის შესაბამისად)
ვაკანტური ადგილების რაოდენობა: 1
ძირითადი მოვალეობები:
** სარეკლამო კამპანიებისთვის და მარკეტინგული პროექტებისთვის შესაბამისი ვიზუალური კონტენტის მომზადება და ვიზუალური მასალების შექმნა;
** სოციალური ქსელებისა და სხვა ციფრული პლატფორმებისთვის შესაბამისი ვიზუალური კონტენტისა და ვიზუალური მასალების შექმნა.
** ბრენდირებული მასალების, პოლიგრაფიული და ციფრული მასალების (ფლაერი, ბუკლეტი, ბანერი და ა.შ.) დიზაინის შექმნა და დამუშავება შესაბამის ფორმატში; საბეჭდი ფაილების მომზადება, სტამბებთან და სარეკლამო კომპანიებთან ურთიერთობა.
** ახალშექმნილი პროდუქტების ვიზუალური შეფუთვა და შესაბამისი პოლისის დიზაინების მომზადება;
** ბრენდის/კომპანიის B2B და B2C მიმართულებით შესაბამისი საკომუნიკაციო ვიზუალური კონცეფციის/სტილისტიკის შემუშავება;
** კომპანიის B2B და B2C მიმართულებისთვის შესაბამისი პრეზენტაციების ვიზუალების მომზადება/განახლება;
** გრაფიკული დიზაინის ტრენდების მოძიება და რეკომენდაციების გაწევა;
** კომპეტენციის ფარგლებში უშუალო ხელმძღვანელის მიერ გაცემული სხვა დავალებების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** აუცილებელია გრაფიკული პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა (Adobe Photoshop, Adobe Illustrator);
** სასურველია 3D პროგრამებში მუშაობის გამოცდილება, ასევე AI თულების გამოყენების გამოცდილება როგორც სტატიკური, ისე ვიდეო კონტენტის შექმნის პროცესში.
** სასურველია, მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება.
დამატებითი მოთხოვნები:
** გუნდური მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი დონე;
** დეტალებზე ორიენტირების უნარი;
** პრობლემების გადაჭრის უნარი;
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, მოგვაწოდოთ რეზიუმე ელ. მისამართზე: vacancy@ilaria.ge.
გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება - "დიზაინერი".
გისურვებთ წარმატებას!
თქვენი პერსონალური მონაცემ (ებ)ის დამუშავება განხორციელდება ავტომატური ან/და არაავტომატური გზით შპს "ილარია ქონსალთინგ"-ს (შემდგომში - კომპანია) მიერ (მათ შორის, უფლებამოსილი პირის მეშვეობით), რომელიც მოქმედებს მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტების და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის მიმდინარე ან/და მომავალი ვაკანსიის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით. კომპანია თქვენს მიერ წარმოდგენილ ინფორმაციას დაამუშავებს იმ მოცულობით, რომელიც საჭიროა თქვენი ვაკანტურ პოზიციაზე დასაქმებისათვის.
გაცნობებთ, რომ კომპანია კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს "დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა დაცვით. ჩვენ ვგმობთ და ვემიჯნებით ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას, როგორც წინასახელშეკრულებო, ისე შრომითი ურთიერთობის ფარგლებში.
გაცნობებთ, რომ რეზიუმეს მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე გამოგზავნის გზით, ადასტურებთ და თანხმდებით წინამდებარე პირობას პერსონალურ მონაცემთა დამუშავებასთან დაკავშირებით.
თუ გსურთ მიიღოთ დამატებითი ინფორმაცია კომპანიის მიერ დამუშავებული თქვენი პერსონალური მონაცემების შესახებ, ან/და იმ შემთხვევაში, თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება, ან/და გსურთ ინფორმაციის განახლება/განადგურება/წაშლა ან/და "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით დადგენილი თქვენი სხვა უფლების რეალიზება, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ შემდეგ ელ-ფოსტაზე: vacancy@ilaria.ge
|
|
|
|