Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=672211&print=yes&view=jobs
 
აპარატურის ტესტირების და კონფიგურაციის სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: აპარატურის ტესტირების და კონფიგურაციის სპეციალისტი
მომწოდებელი: სქაიტელი
გამოქვეყნდა: 06 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 06 ნოემბერი
შპს "სქაიტელი" 2010 წლიდან წარმოადგენს ერთ-ერთ ლიდერ სატელეკომუნიკაციო კომპანიას საქართველოში, რომელიც პოზიციონირებს ინტერნეტ პროვაიდერების დიდ სამეულში. ჩვენ ქვეყნის მოსახლეობას და არაერთ ორგანიზაციას მაღალხარისხიანი სატელეკომუნიკაციო მომსახურებით წლებია უზრუნველვყოფთ, რისთვისაც ვიყენებთ მსოფლიოს სატელეკომუნიკაციო ბაზარზე არსებულ უახლეს ტექნოლოგიებს და გადაწყვეტილებებს.

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებგვერდს.

შპს "სქაიტელი" აცხადებს ვაკანსიას აპარატურის ტესტირების და კონფიგურაციის სპეციალისტის პოზიციაზე.

დასაქმების ადგილი - თბილისი
დაქვემდებარება - ლოჯისტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი
ანაზღაურება - 1300 ლარი (Net), 3 თვის შემდგომ 1500 ლარი (Net)
სამუშაო გრაფიკი - ორშაბათი-პარასკევი; 10:00 სთ -18:00 სთ (1 სთ შესვენება)

დამატებით სარგებელი:

** ჯანმრთელობის დაზღვევა
** FitPass (კორპ. პირობებით)
** ავტომობილის დაზღვევა (კორპ. პირობებით)
** კომპანიის სერვისზე 50%-იანი ფასდაკლება

ფუნქცია - მოვალეობები:

** სატესტო ლაბორატორიის შემადგენელი აპარატურის კონტროლი;
** ქსელში დასამონტაჟებელი აპარატურის შერჩევა, დაკომპლექტება;
** ქსელში დასამონტაჟებელ აპარატურაზე რადიო ქსელის დაგეგმარების განყოფილების მიერ განსაზღვრული პარამეტრების გაწერა (კონფიგურაცია), საჭიროების შემთხვევაში, ტესტირება;
** ქსელიდან დემონტირებული (მეორადი) აპარატურის დახარისხება, გატესტვა და ვარგისი/დაზიანებული სტატუსის მინიჭება;
** დაზიანებულ აპარატურაზე აღმოჩენილი ხარვეზის აღწერილობის მიწერა ლეიბლის სახით.
** გატესტილი აპარატურის შესახებ ჩანაწერების წარმოება ელექტრონულად, დადგენილი წესით;
** ტელევიზიის აპარატურის პროგრამული უზრუნველყოფის განახლება;
** ტელევიზიის აპარატურის გატესტვა;
** შესრულებული სამუშაოს შესახებ ანგარიშგება ხელმძღვანელთან;
** კომპეტენციის ფარგლებში, ხელმძღვანელის სხვა დავალების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

განათლება:

** სასურველია უმაღლესი განათლება კავშირგაბმულობის მიმართულებით.

სამუშაო გამოცდილება

** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის 1 წლიანი გამოცდილება
ცოდნა
** ქართული ენის გამართულად ცოდნა
** Excel ცოდნა

უნარები/შესაძლებლობები:

** დროის ეფექტური მართვის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** კომუნიკაბელურობა და კოლეგიალობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;

პიროვნული მახასიათებლები:

** პასუხისმგებლობის გრძნობა
** დისციპლინა.

თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები შპს "სქაიტელის" მხრიდან დამუშავდება დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. შესაძლებელია დამსაქმებელმა თქვენი კანდიდატურა განიხილოს სხვა ვაკანტური პოზიციისთვის.

თუ ეთანხმდებით ზემოთ აღნიშნულ პირობებს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: HR@Skytel.ge

გთხოვთ სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "აპარატურის ტესტირების და კონფიგურაციის სპეციალისტი"

დაკავშირება მოხდება კანდიდატებთან, რომელთა განაცხადიც შესაბამისობაში იქნება ვაკანტური პოზიციის მოთხოვნებთან.

გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია