Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=672205&print=yes&view=jobs
 
სოციალური მედიის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სოციალური მედიის მენეჯერი
მომწოდებელი: დისქაუნთ დეპო
გამოქვეყნდა: 06 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 06 ნოემბერი
მაღაზიათა ქსელი შპს "დისქაუნთ დეპო" აცხადებს ვაკანსიას სოციალური მედიის მენეჯერის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: თბილისი (ვარკეთილი, სუხიშვილის ქ.#45)
სამუშაო განაკვეთი: კვირაში 5 სამუშაო დღე, 09:00-18:00.
ანაზღაურება: განისაზღვრება გამოცდილების და კვალიფიკაციის შესაბამისად.

ფუნქცია-მოვალეობები:

** კომპანიის სოციალურ მედია ქსელებში არსებული კორპორატიული ანგარიშების გამართული და ეფექტური აქტივობის უზრუნველყოფა; (Facebook, Instargam, linkedIn, TIKTOK)
** სოციალური ქსელის გვერდზე განთავსებულ პოსტებზე რეგულარული და ოპერატიული რეაგირება;
** ინბოქსში შემოსულ შეტყობინებებზე სწრაფი და დროული რეაგირება;
** სოციალურ ქსელში რეკლამის მენეჯმენტი;
** ყოველკვირეული რეპორტების მომზადება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** განათლება მარკეტინგის მიმართულებით;
** აუცილებელია სამუშაო გამოცდილება სოციალური მედიის მიმართულებით;
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების ფლობა;
** ინგლისური ენის ცოდნა;

დამატებითი უნარები:

** კარგი ბიზნეს კომუნიკაციის უნარი;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ გადმოაგზავნოთ CV შემდეგ მისამართზე: vacancy@ddepot.ge. გთხოვთ, სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "სოციალური მედიის მენეჯერი".

მაღაზიათა ქსელი შპს "დისქაუნთ დეპო" პატივს სცემს პერსონალურ მონაცემთა დაცვის თაობაზე მოქმედ რეგულაციებს და თავის საქმიანობას წარმართავს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ნებისმიერი პერსონალური მონაცემი, რომელიც მაღაზიათა ქსელ "დისქაუნთ დეპოსთვის" ხელმისაწვდომი გახდება კომპანიაში გამოცხადებულ ამა თუ იმ ვაკანსიაზე განაცხადების განხილვისას, რაც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება თქვენს CV-სა ან/და მის თანდართულ დოკუმენტებში მოცემული მონაცემებით (შემდგომში "კანდიდატის პერსონალური მონაცემები"), შეგროვდება და დამუშავდება ვაკანსიაზე თქვენი განაცხადის შენახვისა და განხილვის, ასევე კანდიდატთა შერჩევის პროცესში თქვენი დაშვების მიზნით და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

კანდიდატის პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 12 (თორმეტი) თვის ვადით. კანდიდატის პერსონალური მონაცემების უშუალოდ იმ ვაკანსიაზე განხილვის გარდა, რომელზეც გამოაგზავნეთ განაცხადი, შპს "დისქაუნთ დეპომ" შესაძლოა შეინახოს და გამოიყენოს აღნიშნული მონაცემები თქვენი კანდიდატურის სხვა პოზიციაზე განსახილველად.

გაითვალისწინეთ, რომ კანდიდატის პერსონალური მონაცემების შპს "დისქაუნთ დეპოსთვის" -სათვის გაგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები შეგროვდეს, შენახულ იქნას, გადაიცეს ან/და დამუშავდეს ზემოთ ხსენებული ფორმით. ყოველივე აღნიშნულზე თანხმობა აუცილებელი პირობაა შპს "დისქაუნთ დეპოსთვის" ნებისმიერ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის განსახილველად.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია