Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=672197&print=yes&view=jobs
 
მიკრობიოლოგიის ლაბორანტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მიკრობიოლოგიის ლაბორანტი
მომწოდებელი: საერთაშორისო ანალიტიკური ლაბორატორია
გამოქვეყნდა: 06 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 06 ნოემბერი
საერთაშორისო ანალიტიკური ლაბორატორია ბიზნეს სექტორს, ფერმერებსა და კერძო პირებს ერთ სივრცეში სთავაზობს მომსახურების ფართო სპექტრს, კერძოდ 500-მდე სხვადასხვა კვლევას.

ლაბორატორია აკრედიტებულია სსიპ "აკრედიტაციის ცენტრი - აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს" მიერ "სსტ ისო/იეკ 17025:2017/2018-ს მოთხოვნების შესაბამისად.
ლაბორატორიის აკრედიტებულ საქმიანობის სფეროში შედის მეთოდები, რომელიც შეესაბამება საქართველოს მოქმედ კანონმდებლობას.
ჩვენი მომსახურების გამოყენება შესაძლებელია: კვების პროდუქტების მწარმოებელ და მარეალიზებელ ობიექტებში სასტუმროებში;

"საერთაშორისო ანალიტიკური ლაბორატორია" აცხადებს ვაკანსიას მიკრობიოლოგიის ლაბორანტის პოზიციაზე;

სამუშაო ადგილი: თბილისი, ლეო კვაჭაძის ქუჩა N41; (თანამშრომლებს ემსახურებათ მძღოლი)
სამუშაო განაკვეთი: სრული;
ხელფასი: შეთანხმებით;

ფუნქცია მოვალეობები:

** ჭურჭლის, ინსტრუმენტების გარეცხვა გაუვნებლობა.
** ავტოკლავის მომზადება სტერილიზაციისთვის.
** განყოფილებიდან "ბ" ჯგუფის ნარჩენების გატანა დროებით შესანახ ოთახში.
** უსაფრთხო ნარჩენების გატანა.
** მიმღებიდან ნიმუშების მოტანა.
** სამუშაოს მსვლელობისას აღმოჩენილი ხარვეზების ან ისეთი გარემო პირობები, რომელმაც შესაძლებელია უარყოფითი ზეგავლენა მოახდინოს ტექნიკური მომსახურების პროცესზე დროულად აცნობოს ლაბორატორიის ხელმძღვანელსა და მთავარ მიკრობიოლოგს.
** სამუშაოს დამთავრების შემდეგ უზრუნველყოს სამუშაო გარემოს და გამოყენებული ჭურჭლის მიკრობიოლოგიური სისუფთავე.
** დაკისრებული მოვალეობის დროულად და ხარისხიანად შესრულება;
** სამუშაო კონფიდენციალობის და მიუკერძოებლობის დაცვა.
** დამკვეთის ობიექტზე ნიმუშის აღება შესაბამისი წესის დაცვით;

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** გამოცდილება ჩაითვლება პრიორიტეტად;
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
** სსტ ისო/იეკ 17025:2017/2018 სტანდარტის მოთხოვნების ცოდნა;

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** მოწესრიგებული, პასუხისმგებლობის მქონე, ყურადღებიანი, ორგანიზებული, პუნქტუალური, განვითარებაზე ორიენტირებული;
** სამუშაოს დაგეგმვის, კოორდინაციის, ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნების, ვერბალური კომუნიკაციის, ინდივიდუალური და ჯგუფური მუშაობის, სტრესულ გარემოში სწრაფად ორიენტირების, ახალ გარემოსთან ადაპტაციის უნარი.

შერჩევის ეტაპები:

** რეზიუმეს გადარჩევა
** ინდივიდუალური გასაუბრება.

ვაკანსიით დაინტერესებულმა კანდიდატებმა რეზიუმე (CV) უნდა გამოაგზავნონ ელ. ფოსტაზე: info@internationallaboratory.ge გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება;
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია