Робота для біженців з України
ტექნიკური ექსპერტი - ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ტექნიკური ექსპერტი
მომწოდებელი: ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდი
გამოქვეყნდა: 06 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 14 ოქტომბერი
"ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდი" აცხადებს ვაკანსიას ტექნიკური ექსპერტის თანამდებობაზე.

აჭარის სატყეო სააგენტოს არსებული და სამომავლო ბიზნეს პროცესების ანალიზი, შიდა მოხმარების პორტალის აღწერა და მის შესაქმნელად ტექნიკური დავალების მომზადება.

ბიზნესპროცესის ანალიზი:

** აჭარის სატყეო სააგენტოს არსებული სტრუქტურის, სამომავლო ხედვის და არსებული ვებ პორტალის ანალიზის საფუძველზე პირველადი დასკვნის მომზადება და განხილვა აჭარის სატყეო სააგენტოსა და პროექტის განმახორციელებელ კონსულტანტთან;
** დადგინდეს თუ რა სახის დოკუმენტები გამოიყენება, როგორ ინახება, რომელია ხელმისაწვდომი ყველასთვის, ხოლო რომელია კლასიფიცირებული;
** განისაზღვროს რომელი სტრუქტურული ერთეულები არიან ჩართული პლატფორმის მოხმარების პროცესში;
** მიზნების, ამოცანების და მიზნობრივი აუდიტორიის დადგენა, პროექტის აღწერის მომზადება და შეთანხმება დამკვეთთან.

ფუნქციონალური მოთხოვნები:

** უნდა განისაზღვროს, ციფრული პლატფორმა იქნება ღია წვდომის (საჯარო) თუ დახურული სამუშაო სივრცე, თუ ორივე, საჯაროს შემთხვევაში განისაზღვროს ინფორმაციის სახე, რომელიც იქნება საჯარო წვდომაში;
** უნდა განისაზღვროს რა როლის რამდენ მომხმარებლის ერთდროულ მოხმარება/წვდომაზე უნდა იყოს გათვლილი ციფრული პლატფორმა (ადმინი, მოდერატორი, ოპერატორი);
** თითოეული ფუნქციის დეტალური აღწერა და მოქმედების ლოგიკის განსაზღვრა.

დამატებითი მოთხოვნები:

** წარმადობა (Performance);
** უსაფრთხოება (Security);
** UX/UIსტანდარტები.

სისტემის არქიტექტურა:

** Front-end და Back-end ტექნოლოგიების განსაზღვრა;
** მონაცემთა ბაზის სტრუქტურის განსაზღვრა;
** საჭირო კავშირების (API) ინტეგრაციები განსაზღვრა;
** სასერვერო ინფრასტრუქტურის განსაზღვრა.

აპარატურული რესურსი:

** უნდა განისაზღვროს სერვერის ტიპი რაზეც იქნება განთავსებული ვებ პლატფორმა, ღრუბლოვანი თუ ფიზიკურ ლოკალური;
** უნდა განისაზღვროს სასერვერო აპარატურული ერთეულის ცენტრალური პროცესორის ტიპი, თაობა, ბირთვების რაოდენობა, სასერვერო აპარატურული ერთეულის ოპერატიული მეხსიერების (RAM) ტიპი, ჯამური მოცულობა გიგაბაიტებში, შიდა ინფორმაციული დამაგროვებელი მოცულობის ტიპი, (SSD, HDD), შიდა ინფორმაციული დამაგროვებელი მოცულობის მოცულობის ზომა ტერაბაიტებში;
** უნდა განისაზღვროს აუცილებელია თუ არა ვირტუალური მანქანების (ოპერაციული სისტემების) პლატფორმის არსებობა;
** უნდა განისაზღვროს სარეზერვო კოპირებისთვის განკუთვნილი დამაგროვებელი მოცულობის ზომა ტერაბაიტებში.

უსაფრთხოების მექანიზმები:

** უნდა განისაზღვროს, პლატფორმაზე წვდომა განხორციელდება მხოლოდ ავტორიზებული პირების მიერ, თუ ნაწილობრივ საჯარო იქნება; საჯარო სივრცეში განსაზღვრული უნდა იყოს ინფორმაციის სახე და მოცულობა, რომელიც მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომია უსაფრთხოების რისკების გარეშე;
** უნდა განისაზღვროს ავთენტიკაციის ტიპი: ერთფაქტორიანი, ორფაქტორიანი (MFA) ან ინტეგრაცია სახელმწიფო სერვისებთან (მაგ., eID, Mobile ID);
** უნდა განისაზღვროს მომხმარებელთა როლები (ადმინისტრატორი, ოპერატორი, დამკვირვებელი და სხვ.) და თითოეულ როლზე მინიჭებული წვდომის დონე "მინიმალური საჭირო უფლებების" პრინციპით;
** უნდა განისაზღვროს პაროლის პოლიტიკა (მინიმალური სიგრძე, სიმბოლოების სავალდებულო გამოყენება, პაროლის განახლების პერიოდულობა);
** უნდა განისაზღვროს, მონაცემთა გაცვლა განხორციელდება დაშიფრული არხით (TLS 1.2 ან უფრო მაღალი ვერსია);
** უნდა განისაზღვროს მონაცემთა შენახვის პოლიტიკა: პერსონალური მონაცემების დაშიფვრა (AES-256 ან ეკვივალენტური);
** უნდა განისაზღვროს ვებ აპლიკაციის უსაფრთხოების სტანდარტები OWASP Top 10-ის მიხედვით (SQL Injection, XSS, CSRF და სხვ).

ტესტირების გეგმა:

** ფუნქციური ტესტირების განსაზღვრა;
** უსაფრთხოების ტესტირების განსაზღვრა;
** წარმადობის ტესტირების განსაზღვრა;
** Cross-browser-ის და სხვადასხვა მოწყობილობებზე ტესტირების განსაზღვრა.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა რეზიუმე შეუძლიათ გამოგზავნონ მოცემულ ელ. ფოსტაზე: ngonashvili@wwfcaucasus.org.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ბათუმში პროექტის კოორდინატორს მობილურ ნომერზე: 593 750 155.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე