დასახელება:
წარმოების ფინანსური ანალიტიკოსი
|
მომწოდებელი:
კახური ტრადიციული მეღვინეობა
|
გამოქვეყნდა: 06 ოქტომბერი
/ ბოლო ვადა: 06 ნოემბერი
|
"კახური ტრადიციული მეღვინეობა" ღვინისა და სპირტიანი სასმელების მწარმოებელი ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანიაა კავკასიის რეგიონში, რომელიც დღეს ჰოლდინგური სახის კომპანიად ჩამოყალიბდა და "KTW ჯგუფის" სახელითაა ცნობილი.
KTW ჯგუფი საქართველოს მასშტაბით, სხვადასხვა რეგიონში ფლობს განსხვავებული სახისა და კონცეფციის ობიექტებს, წარმოების, სოფლის მეურნეობის, დისტრიბუციის, კვების თუ სასტუმრო სერვისის მიმართულებით. მისი მიზანია ხელი შეუწყოს დასაქმებას, პროფესიულ განვითარებასა და კარიერულ ზრდას. KTW ჯგუფი ორიენტირებულია მუდმივ ზრდასა და განვითარებაზე.
შპს "კახური ტრადიციული მეღვინეობა" აცხადებს ვაკანსიას წარმოების ფინანსური ანალიტიკოსის პოზიციაზე.
მდებარეობა: კახეთის რეგიონი
სამუშაო გრაფიკი: სრული
ძირითადი მოვალეობები:
** სითხის გადაადგილების კონტროლი ღვინის საწარმოში (ჩასხმა, გადატანა ავზებს შორის);
** რეზერვუარებისა და ტევადობების აღრიცხვა და კონტროლი;
** ყოველდღიური მონაცემების შეგროვება და ფინანსური ანალიზის მომზადება;
** დანაკარგების იდენტიფიკაცია, აღრიცხვა და რეპორტინგი;
** თანამშრომლობა ტექნოლოგიურ ჯგუფთან სითხის სწორი გადაადგილების და დოკუმენტაციის უზრუნველსაყოფად;
** მარაგების მოძრაობის კონტროლი წარმოების ხაზზე;
** ბუღალტერიასა და ფინანსურ განყოფილებასთან ინფორმაციის სწორად გაზიარება;
** პერიოდული აუდიტის ჩატარება და შიდა დოკუმენტაციის დამუშავება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება ფინანსებში, ბიზნეს ადმინისტრირებაში ან შესაბამის სფეროში;
** საწარმოო პროცესებში მუშაობის გამოცდილება (სასურველია საკვებისა და სასმელის სფეროში);
** ფინანსური ანალიზისა და რეპორტინგის ცოდნა;
** Excel-ისა და საწარმოო ERP სისტემების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
უნარ-ჩვევები:
** ლიდერული უნარ-ჩვევები;
** დაგეგმვისა და დროის ოპტიმალურად განაწილების უნარი;
** პრიორიტეტების დასახვის უნარი;
** გადაწყვეტილების მიღების უნარი;
** დროის მართვის უნარი;
** შედეგებზე ორიენტირებულობა;
** დროის მართვის უნარი;
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 2025 წლის 06 ნოემბერი
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ (CV), ელ.ფოსტაზე: hr@ktw.ge სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება "წარმოების ფინანსური ანალიტიკოსი". რეზიუმე დაასათაურეთ თქვენი სახელით და გვარით.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
შ.პ.ს. "კახური ტრადიციული მეღვინეობა" მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!
"თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა, შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. რეზიუმეს გამოგზავნის შემთხვევაში, გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ კომპანიის მიერ მუშავდება თქვენი პერსონალური მონაცემები (1 წლის განმავლობაში) შემდგომში თანამშრომლობის მიზნით."
|
|
|
|