Робота для біженців з України
შესყიდვების ადმინისტრატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: შესყიდვების ადმინისტრატორი
მომწოდებელი: PepsiCo
გამოქვეყნდა: 06 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 30 ოქტომბერი
"PepsiCo" წამყვანი საერთაშორისო კომპანიაა კვებისა და სასმელების სფეროში და ოპერირებს მსოფლიოს 200-ზე მეტ ქვეყანაში. მისი მრავალფეროვანი და ცნობილი ბრენდების პორტფელიდან საქართველოში წარმოდგენილია: რძის კატეგორიიდან - "სოფლის ნობათი", "ჩუდო", "რჩეული"; წვენების კატეგორიიდან - "Sandora", "Sadochek"; სნეკების კატეგორიიდან - "Lays", "Doritos", "Cheetos"; გაზირებული სასმელების კატეგორიიდან - "Pepsi", "Mirinda", "7Up", "Aquafina", "Lipton".

PepsiCo უკვე ზედიზედ მეშვიდე წელია სერტიფიცირებულია როგორც საუკეთესო დამსაქმებელი - TOP Employer 2024 ევროპასა და საქართველოში, ხოლო მეოთხე წელია საუკეთესო დამსაქმებელია გლობალურად. ტიტული კომპანიას ენიჭება პერსონალის მართვის გამორჩეული პრაქტიკების დანერგვისა და განხორციელებისათვის.

შემოგვიერთდით! ჩვენ ვეძებთ მოტივირებულ კანდიდატებს შესყიდვების ადმინისტრატორის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი და გრაფიკი: თბილისი, ფონიჭალა; ჰიბრიდული (40 სთ/კვირაში)

ძირითადი მოვალეობები:

** შესყიდვის შეკვეთების (PO) დამუშავება და მათი დადასტურების მონიტორინგი;
** ავტორიზებულ მომწოდებლებთან მოთხოვნების წარდგენა და რეგისტრაცია;
** მომწოდებლების მიერ შეკვეთების გამოგზავნისა და დადასტურების კონტროლი
** შეკვეთების მონაცემების მოთხოვნებთან შესაბამისობის კონტროლი და საჭიროების შემთხვევაში განმარტებების მოთხოვნა;
** მომწოდებლების დადგენილი კრიტერიუმების მიხედვით შერჩევა (ფასი, ხარისხი, ვადები);
** შემოსული მოთხოვნებისთვის საჭირო დასტურების/ნებართვების მოპოვება და შეკვეთების განთავსება;
** მიწოდების სტატუსის მონიტორინგი და საჭიროებისამებრ კომუნიკაცია დაინტერესებულ მხარეებთან;
** დოკუმენტაციის ხელმოწერისა და ფინანსური სამსახურებისთვის გადაცემის ორგანიზება;
** ვადაგადაცილებული შეკვეთების ანალიზი და კორექტირება;
** დოკუმენტების დაარქივება დადგენილი სტანდარტებისა და მოთხოვნების შესაბამისად.

კანდიდატის პროფილი:

** უმაღლესი განათლება
** პრაქტიკული გამოცდილება ადმინისტრაციულ საქმიანობაში, პროცესების ოპტიმიზაციის ინიციატივებში, სასურველია შესყიდვების მიმართულებით
** MS Office პროგრამების ცოდნა, აუცილებელია Excel-ში მუშაობის გამოცდილება, სასურველია ERP სისტემების ცოდნა
** კარგი კომუნიკაციის უნარი და პრობლემების ეფექტურად გადაჭრის უნარი;
** სტრუქტურირებული, ტექნიკური და ანალიტიკური აზროვნება;
** ძლიერი მოტივაცია, ორგანიზებულობა, შედეგზე ორიენტირება;

რას გთავაზობთ?

** პროფესიონალთა და ხელმძღვანელთა გუნდთან ერთად განვითარება და მხარდაჭერა
** კონკურენტული და ყოველწლიურად მზარდი ანაზღაურება
** ჯანმრთელობისა და სიცოცხლის დაზღვევის კონკურენტული პაკეტი
** პეპსიკოს უნიკალური სასწავლო პროგრამები და რესურსები
** ტრანსპორტირება (მ/ს ისანი - ფონიჭალა)

თუ თქვენი პროფილი შეესაბამება აღნიშნული პოზიციის საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, გამოგზავნეთ თქვენი რეზუმე მისამართზე: career.caucasus@pepsico.com 30 ოქტომბრამდე და მიუთითეთ ვაკანტური პოზიციის დასახელება ელ-ფოსტის სათაურის ველში.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ რეზიუმეს გამოგზავნით, თქვენ აცხადებთ თანხმობას კომპანიის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე (შეგროვება, ჩაწერა, სისტემატიზაცია, მოგროვება, შენახვა, განახლება, შეცვლა, ამოღება, გამოყენება, ბლოკირება, წაშლა, განადგურება) და/ან მათი ავტომატიზაციის საშუალებების გამოყენებით ან მის გარეშე იმ ადგილობრივ ან საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის გადაცემაზე, რომლებთანაც კომპანია ახორციელებს ურთიერთქმედებას შესაბამისი ხელშეკრულებების საფუძველზე.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე