დასახელება:
ვიპ და სტრატეგიული გაყიდვების უფროსი მენეჯერი
|
მომწოდებელი:
უნისონი
|
გამოქვეყნდა: 06 ოქტომბერი
/ ბოლო ვადა: 06 ნოემბერი
|
კომპანია "უნისონი", რომელიც ჩართულია სადაზღვევო სფეროში, მენეჯმენტის მრავალწლიანი გამოცდილებითა და პროფესიონალიზმით, ძლიერი საერთაშორისო პარტნიორებითა და მრავალფეროვანი პროდუქტებით ეძებს "ვიპ და სტრატეგიული გაყიდვების ჯგუფის უფროსს".
პოზიცია: ვიპ და სტრატეგიული გაყიდვების ჯგუფის უფროსი
სამუშაოს ადგილი: ქ. თბილისი, დ. გამრეკელის ქ. N19
სამუშაო საათები: 09:30-18:30
ანაზღაურება: 5000 - 7000 ლარი (კვალიფიკაციის შესაბამისად) + საკომისიო გაყიდვებიდან + ბონუსი
ვაკანტური ადგილების რაოდენობა: 1
ძირითადი მოვალეობები:
** დეპარტამენტის საქმიანობის ზედამხედველობა, სტრატეგიული და ოპერაციული მართვა, გაყიდვების გუნდის წევრების საქმიანობის კოორდინაცია და კონტროლი.
** კომპანიის კორპორატიული გაყიდვების პოლიტიკის ფარგლებში მსხვილი კორპორატიული კლიენტების მოზიდვის მიზნით პირდაპირი გაყიდვების დაგეგმვა და შესრულება. ამ მიზნით კომპანიის CRM პროგრამის გამოყენება და შესაბამისი ყოველთვიური რეპორტინგის წარმოება შედეგების შესაფასებლად. ასევე წინადადებების მომზადება აღნიშნული პროგრამული უზრუნველყოფის დახვეწის მიზნებისთვის.
** გაყიდვების პირადი და ჯგუფის გეგმის შესრულებაზე პასუხისმგებლობა.
** დეპარტამენტის მიერ დასახული გაყიდვების გეგმებისა და ფინანსური მაჩვენებლების მიღწევაზე პასუხისმგებლობის აღება.
** სტრატეგიულად მნიშვნელოვან და მსხვილ კლიენტებთან მაღალი დონის მოლაპარაკებების წარმოება და გრძელვადიანი პარტნიორული ურთიერთობების დამყარება.
** დეპარტამენტის შიდა დაგეგმვისა და ანგარიშგების პროცესების წარმართვა.
** პოტენციური კლიენტების სეგმენტაცია და მათზე პირდაპირი გაყიდვების გაფართოების გეგმების დასახვა /რეალიზაცია. ასევე სპეციალური შეთავაზებების წარმოება ასეთის საჭიროებისას.
** პოტენციური გაყიდვების არხების (მაგ. მსხვილი ფინანსური ინსტიტუტები, დეველოპერული კომპანიები, სატელეკომუნიკაციო ოპერატორები, მსხვილი სავაჭრო და სამრეწველო ობიექტები) იდენტიფიცირება, თანამშრომლობის მიზნით მოლაპარაკებების წარმართვა და სადაზღვევო სერვისების მიწოდების საჭიროებების განსაზღვრა, გაყიდვების წარმოება. თანამშრომლობის ხელშეკრულებების გაფორმებისა და ხელშეკრულების მიმდინარეობის ეფექტური მართვა.
** აქტიური კომუნიკაცია და თანამშრომლობა ანდერაიტინგისა და სხვა შესაბამის დეპარტამენტებთან, რათა უზრუნველყოფილი იყოს კლიენტებისთვის შეთავაზებული პირობების კომპანიის რისკის პოლიტიკასთან შესაბამისობა.
** დაქვემდებარებული თანამშრომლების მიერ ჯვარედინი გაყიდვების პროცესის მართვა და ეფექტურობის მუდმივი მონიტორინგი.
** დეპარტამენტის დებულების რევიზია/შექმნა/ცვლილებებზე რეკომენდაციების მომზადება
** ჯგუფის მიერ შესრულებული სამუშაოების შესახებ ყოველთვიური/კვარტალური/ / წლიური რეპორტების მომზადება უმაღლესი მენეჯმენტისთვის.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების, ფინანსების, მენეჯმენტის ან შესაბამის დარგში (სასურველია მაგისტრის ხარისხი);
** მინიმუმ 5-7 წლიანი პროფესიული გამოცდილება გაყიდვების, ბიზნესის განვითარებისა და/ან კორპორატიული კლიენტების მართვის მიმართულებით;
** მინიმუმ 2-3 წლიანი მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (გუნდის მართვა, დეპარტამენტის საქმიანობის კოორდინაცია და შედეგებზე პასუხისმგებლობა);
** კორპორატიულ გაყიდვებში, მსხვილ კლიენტებთან მუშაობასა და სტრატეგიული პარტნიორობების ჩამოყალიბებაში გამოცდილება;
** CRM სისტემებთან მუშაობის გამოცდილება და შესაბამისი რეპორტინგის წარმოების უნარი;
** ძლიერი ანალიტიკური და სტრატეგიული აზროვნების უნარი - გაყიდვების არხების იდენტიფიცირება, სეგმენტაცია და განვითარების გეგმების შემუშავება;
** ძლიერი ლიდერული და ადამიანური რესურსების მართვის უნარები (გუნდის მოტივაცია, განვითარება, შედეგებზე ორიენტირება);
** ქართულ და ინგლისურ ენებზე მაღალ დონეზე ფლობა (სასურველია რუსულის ცოდნაც);
დამატებითი მოთხოვნები:
** გუნდური მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი დონე;
** გამართული მეტყველება;
** დეტალებზე ორიენტირების უნარი;
** პრობლემების გადაჭრის უნარი;
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, მოგვაწოდოთ რეზიუმე ელ. მისამართზე: vacancy@ilaria.ge და გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება - " ვიპ და სტრატეგიული გაყიდვების ჯგუფის უფროსი".
გისურვებთ წარმატებას!
თქვენი პერსონალური მონაცემ (ებ)ის დამუშავება განხორციელდება ავტომატური ან/და არაავტომატური გზით შპს "ილარია ქონსალთინგ"-ს (შემდგომში - კომპანია) მიერ (მათ შორის, უფლებამოსილი პირის მეშვეობით), რომელიც მოქმედებს მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტების და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის მიმდინარე ან/და მომავალი ვაკანსიის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით. კომპანია თქვენს მიერ წარმოდგენილ ინფორმაციას დაამუშავებს იმ მოცულობით, რომელიც საჭიროა თქვენი ვაკანტურ პოზიციაზე დასაქმებისათვის.
გაცნობებთ, რომ კომპანია კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს "დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა დაცვით. ჩვენ ვგმობთ და ვემიჯნებით ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას, როგორც წინასახელშეკრულებო, ისე შრომითი ურთიერთობის ფარგლებში.
გაცნობებთ, რომ რეზიუმეს მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე გამოგზავნის გზით, ადასტურებთ და თანხმდებით წინამდებარე პირობას პერსონალურ მონაცემთა დამუშავებასთან დაკავშირებით.
თუ გსურთ მიიღოთ დამატებითი ინფორმაცია კომპანიის მიერ დამუშავებული თქვენი პერსონალური მონაცემების შესახებ, ან/და იმ შემთხვევაში, თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება, ან/და გსურთ ინფორმაციის განახლება/განადგურება/წაშლა ან/და "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით დადგენილი თქვენი სხვა უფლების რეალიზება, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ შემდეგ ელ-ფოსტაზე: vacancy@ilaria.ge
|
|
|
|