დასახელება:
ფინანსური ოპერატორი
|
მომწოდებელი:
სამედიცინო ლაბორატორია სინევო
|
გამოქვეყნდა: 06 ოქტომბერი
/ ბოლო ვადა: 06 ნოემბერი
|
ევროპული სამედიცინო ლაბორატორიების ქსელი საქართველოში "სინევო საქართველო" აცხადებს ვაკანსიას ფინანსური ოპერატორის თანამდებობაზე.
ლოკაცია: ქ. თბილისი, წინანდლის ქ. N9
სამუშაო განაკვეთი: სრული (ორშაბათი - პარასკევი)
სამუშაო საათები: 10:00 - 18:00
სინევოში თქვენ დაგხვდებათ:
** ჯანმრთელობის დაზღვევა
** Fitpass
** თიმბილდინგი
** მზარდი შრომითი ანაზღაურება
** ჯანსაღი სამუშაო გარემო
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** კომპანიის ფინანსური გადახდების დაგეგმარება, დებიტორული და კრედიტორული დავალიანებების სისწორის უზრუნველყოფა, ყოველთვიური შედარება და კონტროლი
** სადაზღვევო კომპანიებთან ურთიერთობა, ფილიალებიდან მიღებული სადაზღვევო დოკუმენტაციის შემოწმება და დამუშავება, სადაზღვევო ბაზების ყოველდღიური შევსება და კონტროლი, ინფორმაციის დროული მიღება და მიწოდება
** შემოსავლები, ონლაინ გაყიდვების ყოველდღიური დამუშავება და კონტროლი; თვიური და კვარტალური ფინანსური ანგარიშგებების მოსამზადებლად მონაცემების მოწოდება
** საგარანტიო წერილები, დოკუმენტაციის შეგროვება ფილიალებიდან, კალკულაციების შეტანა/დამუშავება ჯანდაცვის პორტალზე
** კომუნიკაცია თანამშრომლებთან და ფილიალებთან, საჭირო ინფორმაციის დროული მიღება და მიწოდება
** ფინანსური არქივის მართვა, დოკუმენტების სწორად დაჯგუფება და შენახვა (ელექტრონული და მატერიალური სახით)
** სტანდარტის დაცვა, კომპანიის ფინანსურ და ადმინისტრაციულ წესებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა, დადგენილი ვადების ზედმიწევნით დაცვა
** კომპეტენციიდან გამომდინარე, სხვა დავალებების შესრულება
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება
** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის 2 წლიანი გამოცდილება
** 1C პროგრამაში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად
** MS Office საოფისე პროგრამების ცოდნა
** რუსული ან/და ინგლისური ენების B2 დონეზე ცოდნა
საჭირო პიროვნული უნარ-ჩვევები:
** პასუხისმგებლობის გრძნობა
** კეთილსინდისიერება
** დაგეგმვა და ორგანიზება
** წერითი კომუნიკაცია
** შედეგზე ორიენტირება
** პუნქტუალურობა
** კოლეგიალობა
დაინტერესებულ პირებს, რომელთა კვალიფიკაცია შეესაბამება ზემოთ აღნიშნულ მოთხოვნებს, გთხოვთ გამოაგზავნოთ CV ინგლისურ ან/და ქართულ ენაზე, vacancy@synevo.ge გთხოვთ, სათაურში მიუთითოთ პოზიციის დასახელება წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი CV არ განიხილება.
"სინევოში" თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებულ პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები "სინევოს" მიერ დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის, შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა, არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის არაუმეტეს 3 წლის ვადით. გთხოვთ, მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოეხმაუროთ ვაკანსიას და გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე, თუ თქვენ ეთანხმებით ზემოაღნიშნულ პირობებს.
"სინევო" მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს.
|
|
|
|