Робота для біженців з України
ანესთეზიის ექთანი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ანესთეზიის ექთანი
მომწოდებელი: ინიციო
გამოქვეყნდა: 06 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 31 ოქტომბერი
კლინიკა ინიციო შპს "ინიციო" აცხადებს ვაკანსიას ანესთეზიის ექთნის პოზიციაზე.

სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი, დიდი დიღომი, მირიან მეფის ქ11ბ
გრაფიკი: ნახევარი განაკვეთი
ანაზღაურება: 625ლ

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** საექთნო საქმიანობის დამადასტურებელი დიპლომი;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 1 წლიანი გამოცდილება;

ძირითადი მოვალეობები:

** საექთნო მომსახურების გაწევა კლინიკაში დადგენილი სამედიცინო სტანდარტების შესაბამისად;
** სანიტარული ნორმების და პროცედურების დაცვა.

ზოგადი უნარ-ჩვევები:

** კომუნიკაბელურობა;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** პუნქტუალურობა;
** ორგანიზებულობა;
** გუნდურად მუშაობის უნარი.

განაცხადის წარმოდგენის ბოლო ვადაა, 2025 წლის 31 ოქტომბერი.

დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: info@initio.ge

გთხოვთ, მიუთითოთ პოზიციის დასახელება ელ-ფოსტის სათაურში.

მხოლოდ შერჩეული კანდიდატები იქნებიან დაბარებული გასაუბრებაზე. კლინიკა ინიციო მადლობას უხდის ყველა დაინტერესებულ პირს და გისურვებთ წარმატებებს.

კანდიდატისთვის ცნობილია, რომ შპს "ინიციო" ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, კანდიდატის მიერ წარმოდგენილ პერსონალურ მონაცემებს ამუშავებს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ, ასევე, კანდიდატის მიერ გამოგზავნილი მონაცემები შესაძლოა, არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის 6 (ექვსი) თვის ვადით. თუ თქვენ წინააღმდეგი ხართ, თქვენი კანდიდატურა განხილულ იქნას სხვა პოზიციაზე ან გსურთ, რომ შპს "ინიციომ" შეწყვიტოს კონკრეტული ვაკანსიისთვის მონაცემების დამუშავება, ან გსურთ მონაცემთა ცვლილება ან წაშლა შეგიძლიათ დაუკავშირდეთ კომპანიას ელექტრონულ მისამართზე: info@initio.ge.

თქვენ გაქვთ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე ინფორმაციის მიღების, ამ მონაცემების დამუშავების საფუძვლისა და მიზნის, მონაცემთა შენახვის ვადის შესახებ, გაცნობისა და ასლების მიღების, მათი გასწორების, განახლების, შევსების, დაბლოკვის, დამუშავების შეწყვეტის, წაშლისა და განადგურების, გადატანის მოთხოვნის, გასაჩივრების უფლებების შესახებ.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის მაღალი სტანდარტის დანერგვისა და მათ დამუშავებასთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხისა თუ წამოჭრილი პრობლემის მაქსიმალურად ეფექტურად მართვის/გადაჭრის მიზნით, წინამდებარე თანხმობის გამცემი პირი უფლებამოსილია, კონსულტაციისთვის, ნებისმიერ დროს მიმართოს დამსაქმებლის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერს სანდრო მაისურაძეს - sandromaisuradze50@gmail.com და არსებული საჭიროებიდან გამომდინარე, მაქსიმალურად მოკლე ვადაში მიიღოს კვალიფიციური და ოპერატიული მომსახურება.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე