Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=672123&print=yes&view=jobs
 
ექიმი უროლოგი, ექიმი ოტორინოლარინგოლოგი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ექიმი უროლოგი, ექიმი ოტორინოლარინგოლოგი
მომწოდებელი: ინიციო
გამოქვეყნდა: 06 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 31 ოქტომბერი
კლინიკა "ინიციო" (შპს"ინიციო") აცხადებს ვაკანსიას ექიმი უროლოგისა და ექიმი ოტორინოლარინგოლოგის პოზიციაზე.

სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი, დიდი დიღომი, მირიან მეფის ქ 11ბ
გრაფიკი: შეთანხმებით

სავალდებულო მოთხოვნები:

** უმაღლესი სამედიცინო განათლება;
** სამედიცინო საქმიანობის დამადასტურებელი შესაბამისი სერთიფიკატი;
** მუშაობის გამოცდილება მსგავს პოზიციაზე 4-5 წელი.

ძირითადი მოვალეობები:

** კვალიფიციური სამედიცინო მომსახურების გაწევა კომპანიაში დანერგილი სამედიცინო გაიდლაინების გათვალისწინებით
** შიდა პროტოკოლების, ინსტრუქციების შესრულება სამედიცინო მომსახურების გაწევისას
** პაციენტის მიღება, ინტერვიუირება, გასინჯვა, ანამნეზის შეკრება
** პაციენტის მართვა და მკურნალობის ტაქტიკის განსაზღვრა
** მკურნალობის პროცესთან დაკავშირებული შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება

პიროვნული უნარები:

** გუნდური მუშაობის უნარი
** ორგანიზებულობა და პუნქტუალობა
** კომუნიკაციის უნარი

ანაზღაურება: გამომუშავებით.

განაცხადის წარმოდგენის ბოლო ვადაა, 2025 წლის 31 ოქტომბერი.

დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი რეზუმე შემდეგ მისამართზე: info@initio.ge და გთხოვთ, მიუთითოთ პოზიციის დასახელება ელ-ფოსტის სათაურში.

მხოლოდ შერჩეული კანდიდატები იქნებიან დაბარებული გასაუბრებაზე. კლინიკა ინიციო მადლობას უხდის ყველა დაინტერესებულ პირს და გისურვებთ წარმატებებს.

კანდიდატისთვის ცნობილია, რომ შპს "ინიციო" ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, კანდიდატის მიერ წარმოდგენილ პერსონალურ მონაცემებს ამუშავებს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ, ასევე, კანდიდატის მიერ გამოგზავნილი მონაცემები შესაძლოა, არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის 6 (ექვსი) თვის ვადით. თუ თქვენ წინააღმდეგი ხართ, თქვენი კანდიდატურა განხილულ იქნას სხვა პოზიციაზე ან გსურთ, რომ შპს "ინიციომ" შეწყვიტოს კონკრეტული ვაკანსიისთვის მონაცემების დამუშავება, ან გსურთ მონაცემთა ცვლილება ან წაშლა შეგიძლიათ დაუკავშირდეთ კომპანიას ელექტრონულ
მისამართზე: info@initio.ge

თქვენ გაქვთ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე ინფორმაციის მიღების, ამ მონაცემების დამუშავების საფუძვლისა და მიზნის, მონაცემთა შენახვის ვადის შესახებ, გაცნობისა და ასლების მიღების, მათი გასწორების, განახლების, შევსების, დაბლოკვის, დამუშავების შეწყვეტის, წაშლისა და განადგურების, გადატანის მოთხოვნის, გასაჩივრების უფლებების შესახებ.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის მაღალი სტანდარტის დანერგვისა და მათ დამუშავებასთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხისა თუ წამოჭრილი პრობლემის მაქსიმალურად ეფექტურად მართვის/გადაჭრის მიზნით, წინამდებარე თანხმობის გამცემი პირი უფლებამოსილია, კონსულტაციისთვის, ნებისმიერ დროს მიმართოს დამსაქმებლის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერს სანდრო მაისურაძეს - sandromaisuradze50@gmail.com და არსებული საჭიროებიდან გამომდინარე, მაქსიმალურად მოკლე ვადაში მიიღოს კვალიფიციური და ოპერატიული მომსახურება.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია