დასახელება:
მიმღები ოპერატორი
|
მომწოდებელი:
ტექნოლაინი
|
გამოქვეყნდა: 06 ოქტომბერი
/ ბოლო ვადა: 06 ნოემბერი
|
შპს "ტექნოლაინი" მობილური ტელეფონებისა და ციფრული ტექნიკის სერვის ცენტრი ქ. ბათუმში აცხადებს ვაკანსიას მიმღები-ოპერატორის პოზიციაზე არასრულ განაკვეთზე.
სამუშაო ადგილი: ქ. ბათუმი, ჭავჭავაძის 21
სამუშაო განაკვეთი: არასრული, კვირაში 3 დღე.
სამუშაო საათები: 10:00-18:00
ძირითადი მოვალეობები:
** მომხმარებელთა ეფექტური და თავაზიანი მომსახურება;
** მომხმარებლისთვის ინფორმაციის მიწოდება, ახალი და არსებული პროდუქციის შესახებ;
** მიღება-ჩაბარების დარეგისტრირება და გადანაწილება;
** ციფრული ტექნიკის (ძირითადად მობილური ტელეფონების) დამაკმაყოფილებელ დონეზე ცოდნა;
** უშუალო ხელმძღვანელისაგან მიღებული დავალებების დროული შესრულება;
** კომპანიაში დადგენილი სტანდარტების ცოდნა;
** კომუნიკაბელურობა;
** დამოუკიდებელი და გუნდური მუშაობის უნარი;
ძირითადი მოთხოვნები:
** სასურველია ანალოგიურ პოზიციაზე ერთ წლიანი სამუშაო გამოცდილება;
** სასურველია უცხო ენების ცოდნა სასაუბრო დონეზე;
** საოფისე პროგრამების მომხმარებლის დონეზე ცოდნა;
** ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის გრძნობა;
ანაზღაურება:
ფიქსირებული 700 ლარი + ყოველთვიური ბონუსი.
ჯანმრთელობის დაზღვევა კომპანიის დაფინანსებით.
დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ გამოაგზავნოთ CV მისამართზე: vacancy@technoline.ge მეილის ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიცია, რომელზეც აგზავნით განაცხადს.
შპს "ტექნოლაინი"-ს მიერ გამოცხადებულ წინამდებარე ვაკანსიაზე გამოხმაურების შემთხვევაში, მათ შორის, თქვენი რეზიუმეს [CV] გამოგზავნით, თქვენ:
ეთანხმებით, რომ შპს "ტექნოლაინი" უფლებამოსილია, კანონმდებლობით დადგენილი წესით, მიზნით და ვადით დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები, რომელიც ავტომატურად ხვდება კომპანიის მონაცემთა ბაზაში და ინახება ერთი წლის განმავლობაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას შპს "ტექნოლაინი"-ს მიერ სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.
წარმატებას გისურვებთ!
|
|
|
|