დასახელება:
გაყიდვების კონსულტანტი
|
მომწოდებელი:
აურელიო
|
გამოქვეყნდა: 06 ოქტომბერი
/ ბოლო ვადა: 06 ნოემბერი
|
კომპანია "აურელიო" ქართულ ბაზარზე ექსკლუზიურად წარმოადგენს ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის მსოფლიოში აღიარებული ბრენდებს: Pinko, Twinset, Wolford და DKNY.
ვებგვერდი: http://www.aurelio.ge/
"აურელიო" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების კონსულტანტის პოზიციაზე.
პირობები:
** ადგილმდებარეობა: ბათუმი, ირაკლი აბაძიძის 4
** სამუშაო გრაფიკი: 5 სამუშაო დღე, 2 დღე დასვენება, კვირაში არაუმეტეს 40 საათისა;
** ანაზღაურება (ხელზე): 800 + გაყიდვების საკომისიო
ძირითადი მოვალეობები:
** მომხმარებლების კონსულტირება და პროდუქციის რეალიზება ეტიკეტისა და მომსახურების სტანდარტების სრული დაცვით;
** სალაროს ოპერაციების წარმოება;
** პროდუქციის მიღება და სარეალიზაციო დარბაზში გადანაწილება;
** სარეალიზაციო დარბაზის მოწესრიგება არსებული სტანდარტის დაცვით;
** პროდუქციის გაყიდვასთან დაკავშირებული სხვა მოვალეობები
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** სასურველია უმაღლესი განათლება, ნებისმიერი პროფილით;
** სასურველია გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება;
** ინგლისური ენის ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე.
პიროვნული თვისებები:
** კომუნიკაბელურობა;
** დეტალებზე ორიენტირებული;
** დამოუკიდებლად და გუნდში მუშაობის უნარი;
** პუნქტუალური და დისციპლინირებული;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
ჩვენ გთავაზობთ:
** ჯანსაღ სამუშაო გარემოს;
** ფასდაკლება ქსელის მაღაზიებში;
** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** სწავლებისა და განვითარების შესაძლებლობას
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელფოსტით შემდეგ მისამართზე: hr@aurelio.ge. გთხოვთ, თემის ველში მიუთითოთ ვაკანტური პოზიციის დასახელება.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ დადებითად განხილულ კანდიდატებთან.
შეგახსენებთ, რომ თქვენი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. რეზიუმეს გაზიარებით თქვენ თანხმობას აცხადებთ ჩვენი კომპანიის მიერ დამუშავდეს თქვენი პერსონალური მონაცემები წინასახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში, ვაკანტურ თანამდებობაზე თქვენი კანდიდატურის შესაბამისობის დადგენის მიზნით. თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე კომპანიის ბაზაში შეინახება 1 (ერთი) წლის ვადით, მითითებულ პერიოდში თქვენი კანდიდატურის იმავე ან სხვა თანამდებობაზე განხილვის მიზნით.
გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|