Робота для біженців з України
სესხის ოფიცერი - ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სესხის ოფიცერი
მომწოდებელი: სესხის გამცემი სუბიექტი უნივერსალი
გამოქვეყნდა: 06 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 06 ნოემბერი
საფინანსო ორგანიზაცია შპს "სესხის გამცემი სუბიექტი უნივერსალი" აცხადებს ვაკანსიას სესხის ოფიცრის პოზიციაზე.

პირობები:

** სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე. დასვენების დღეები - შაბათი, კვირა და შრომის კოდექსით გათვალისწინებული ყველა უქმე დღე.
** ლოკაცია: ბათუმი
** ანაზღაურება: ფიქსირებული 900 ლარი + ბონუსი

ჩვენი შემოთავაზებაა:

** კომფორტული სამუშაო გარემო;
** კარიერული განვითარების და წინსვლის შესაძლებლობა.

ჩვენი ბენეფიტი:

** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** ულიმიტო სატელეფონო სასაუბრო დრო.

ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება საფინანსო მიმართულებით;
** ამავე პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1-წლიანი გამოცდილება;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების კარგად ცოდნა.

ძირითადი ფუნქცია - მოვალეობები:

** ახალი კლიენტების მოძიება და მათთან ეფექტური კომუნიკაცია.
** სესხის ხელშეკრულებების მომზადება.
** სესხის გაცემის პროცესის მართვა.
** სასესხო პორტფელის მუდმივი მონიტორინგი და მართვა

პიროვნული თვისებები და მახასიათებლები:

** თავაზიანი, კომუნიკაბელური და მოქნილი;
** დისციპლინირებული და პუნქტუალური;
** გუნდში მუშაობის უნარი;
** დაკვირვებული და პასუხისმგებლობიანი;
** სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი;

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV ფოტოსურათთან ერთად ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე: vacancy@un.ge გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანტური პოზიციის დასახელება "სესხის ოფიცერი".

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე/CV) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე