Робота для біженців з України
ბუღალტერი
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ბუღალტერი
მომწოდებელი: კომპანია
გამოქვეყნდა: 06 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 06 ნოემბერი
კომპანია, რომლის ძირითადი საქმიანობა არის საბითუმო ვაჭრობა, ექსპორტი და იმპორტი აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 10:00 -18:00
ანაზღაურება: გამოსაცდელ პერიოდში 2000-2300 ლარი

ძირითადი მოვალეობები:

** კომპანიის ყოველდღიური ბუღალტრული საქმიანობის წარმართვა/ოპერაციების წარმოება და აღრიცხვა;
** ინვოისების, ზედნადებებისა და ანგარიშფაქტურების მომზადება დადგენილი წესის შესაბამისად;
** შესაბამისი დოკუმენტაციის მოწესრიგება, კონტროლი და სისწორის უზრუნველყოფა;
** საჭირო ბუღალტრული გატარებების შესრულება/უზრუნველყოფა/კონტროლი;
** გადარიცხვების წარმოება;
** დებიტორ/კრედიტორების მართვა / კონტროლი

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** განათლება (ფინანსების ან ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით);
** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ ორწლიანი გამოცდილება;
** საგადასახადო კანონმდებლობის საბაზისო ცოდნა და მასთან მუშაობის გამოცდილება;
** Excel-ის კარგად ცოდნა;
** სასურველია საბუღალტრო პროგრამა - 1C - ის ცოდნა.

პიროვნული თვისებები:

** შრომისმოყვარე, დეტალებზე ორიენტირებული, ყურადღებიანი;
** ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნების უნარი;
** ორგანიზებულობა, სამუშაოს დაგეგმვისა და დროის ოპტიმალურად განაწილების უნარი;
** პუნქტუალური პიროვნება პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობით.

დაინტერესებულმა პირებმა, გამოგვიგზავნეთ რეზიუმე ქართულად, ელფოსტაზე: ltd.veltron@gmail.com და "subject"-ში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება (ბუღალტერი).
პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, თქვენი უფლებაა, მიიღოთ ინფორმაცია კომპანიის მხრიდან თქვენს შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, ასევე მოითხოვოთ მონაცემების გასწორება, განახლება, შევსება, მონაცემთა დამუშავების შეწყვეტა, დაბლოკვა, წაშლა ან/და განადგურება, რისთვისაც უნდა მოგვმართოთ შემდეგ ელფოსტაზე: ltd.veltron@gmail.com
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე