Робота для біженців з України
მიმღები ადმინისტრატორი
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მიმღები ადმინისტრატორი
მომწოდებელი: Habitat Coworking
გამოქვეყნდა: 06 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 15 ოქტომბერი
ჩვენ შესახებ: პირველი ქოვორქინგ სივრცე დიდ დიღომში! "Habitat Coworking" არის ახალი, თანამედროვე, ყველასაგან გამორჩეული სამუშაო სივრცე. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ მომხმარებლებმა პირველი დღიდან იგრძნონ კომფორტი და მეგობრული გარემო.

სწორედ ამიტომ ვეძებთ მიმღებ ადმინისტრატორს (ე.წ რეცეფციონისტს) რომელიც გახდება ჩვენი სივრცის "პირველი შთაბეჭდილება" სტუმრებისთვის და პარალელურად იმუშავებს გაყიდვებზე.

ფუნქცია-მოვალეობები:

** მომხმარებლებისა და სტუმრების დახვედრა, ინფორმაციის მიწოდება სივრცის შესახებ.
** სატელეფონო ზარებზე და ელფოსტაზე პასუხი, კლიენტების კითხვებზე დროული რეაგირება.
** სივრცის წესრიგისა და მომხმარებლების კომფორტის კონტროლი.
** ვიზიტორების რეგისტრაცია და საჭიროების შემთხვევაში კაბინეტებში/ზონებში გადამისამართება.
** შეხვედრების ოთახების/სივრცის ჯავშნების მართვა.
** ოფისის მარაგებისა და საჭირო მასალების კონტროლი.
** მცირე საბუღალტრო/დოკუმენტაციის მხარდაჭერა (ინვოისების/ქვითრების გადაცემა).
** გაყიდვების სტატისტიკის და სტუმრების ნაკადის რეგულარული აღრიცხვა.
** მომხმარებლების კმაყოფილების ანალიზი და რეკომენდაციების მიწოდება მენეჯმენტისთვის.
** იდეების გაზიარება სერვისების გაუმჯობესებისა და დამატებითი შემოსავლების ზრდისთვის.
** პოტენციური კლიენტებისთვის (ფიზიკური პირები, მცირე ბიზნესები, სტარტაპები) ქოვორქინგის სერვისების შეთავაზება სატელეფონო ზარებით.
** გაყიდვების სრული ციკლის მართვა ზარების მეშვეობით: საჭიროებების იდენტიფიცირება; შეთავაზების წარდგენა; პაკეტების/ფასების ახსნა; ხელშეკრულების დასრულებამდე მიყვანა (მენეჯერის ჩართულობით).
** არსებული კლიენტების რეაქტივაცია - წარსული მომხმარებლების შეხსენება ახალ სერვისებზე/აქციებზე. გაყიდვების გეგმების შესრულება და შედეგებზე რეგულარული ანგარიშგება.

მოთხოვნები: ქართული, ინგლისური და რუსული ენების ცოდნა სავალდებულოა.

თანამშრომლისგან გვჭირდება კომუნიკაბელურობა, ენერგიულობა და პოზიტიური განწყობა; გაყიდვებზე ორიენტირებულობა და დამაჯერებელი კომუნიკაციის უნარი; ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის მაღალი დონე; გამოცდილება მსგავს პოზიციაზე ჩაითვლება უპირატესობად.

ჩვენ გთავაზობთ: ახალ და მეგობრულ გუნდში მუშაობას; პროფესიული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობას; კომფორტულ სამუშაო გრაფიკს, ფიქსირებულ ხელფასს და ბონუსს შესრულებული გაყიდვებიდან.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოგვიგზავნეთ CV შემდეგ მისამართზე: info@hubitat.ge

CV-ს გამოგზავნის ბოლო ვადაა - 15 ოქტომბერი.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე