დასახელება:
მარკეტინგის სპეციალისტი
|
მომწოდებელი:
ევროინს ჯორჯია
|
გამოქვეყნდა: 02 ოქტომბერი
/ ბოლო ვადა: 02 ნოემბერი
|
სადაზღვევო კომპანია "ევროინს ჯორჯია" აცხადებს ვაკანსიას მარკეტინგის სპეციალისტის პოზიციაზე.
Euroins Insurance Group 1998 წელს ბულგარეთში დაარსდა და ამჟამად 13 ქვეყანაში ოპერირებს, ესენია: რუმინეთი, ბულგარეთი, სლოვაკეთი, ესპანეთი, იტალია, პოლონეთი, საბერძნეთი, მაკედონია, უკრაინა, რუსეთი, ბელორუსია, ჩეხეთი და საქართველო.
ევროინსი ერთ-ერთი მძლავრი სადაზღვევო კომპანიაა აღმოსავლეთ ევროპაში. ევროინსში დაზღვეულია და მას ნდობას უცხადებს 2.5 მილიონი მომხმარებელი.
ევროინსი დამოუკიდებელი სადაზღვევო კომპანიაა, რომელიც ცამეტ ქვეყანაში აზღვევს ადამიანებს და ამარტივებს და გასაგებს ხდის დაზღვევას.
სამუშაო პირობები:
** სამუშაო განაკვეთი: სრული (ორშაბათი-პარასკევი)
** სამუშაო საათები: 09:30-18:30 საათი
** სამუშაო ლოკაცია: თბილისი, მოსაშვილის N24
ჩვენ გთავაზობთ:
** სტაბილურ და მეგობრულ სამუშაო გარემოს;
** უფასო ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტს;
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** კომპანიის მარკეტინგული სტრატეგიის დაგეგმვა და განხორციელება;
** ბრენდის ცნობადობის ამაღლება ონლაინ და ოფლაინ არხებით;
** სოციალური მედია არხების (Facebook, Instagram, LinkedIn, სხვ.) მართვა;
** კონტენტის სტრატეგიის შექმნა და პოსტინგის გრაფიკის მართვა;
** რეკლამების დაგეგმვა და კამპანიების შესრულება (Facebook Ads, Google Ads);
** ანალიტიკისა და ანგარიშების მომზადება (სოციალური მედიის სტატისტიკა, კამპანიების შედეგები);
** თანამშრომლობა გაყიდვების და პროდუქტების გუნდთან;
** მომხმარებელთან კომუნიკაცია სოციალური მედიის მეშვეობით.
ძირითადი მოთხოვნები:
** მარკეტინგის ან მსგავსი სფეროს გამოცდილება მინ. 1 წელი;
** სოციალური მედია მენეჯმენტის პრაქტიკული გამოცდილება;
** კონტენტ მენეჯმენტის, კოპირაითინგისა და ვიზუალური კომუნიკაციის უნარი;
პიროვნული უნარები:
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** ინფორმაციის გადმოცემის უნარი;
** ორგანიზებული და დეტალებზე ორიენტირებული;
** პუნქტუალურობა.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, 2025 წლის 02 ოქტომბრამდე გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: hr@euroins.ge სათაურის ველში გთხოვთ მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - მარკეტინგის სპეციალისტი.
სადაზღვევო კომპანია "ევროინსში"თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანია "ევროინსის" მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის შემდგომი სამი წლის განმავლობაში.
გისურვებთ წარმატებებს!
|
|
|
|