დასახელება:
ქოლცენტრის ოპერატორი
|
მომწოდებელი:
უნისონი
|
გამოქვეყნდა: 02 ოქტომბერი
/ ბოლო ვადა: 02 ნოემბერი
|
კომპანია "უნისონი", რომელიც ჩართულია სადაზღვევო სფეროში, მენეჯმენტის მრავალწლიანი გამოცდილებითა და პროფესიონალიზმით, ძლიერი საერთაშორისო პარტნიორებითა და მრავალფეროვანი პროდუქტებით ეძებს ქოლ-ცენტრის ოპერატორს.
სამუშაოს ადგილი: ქ. თბილისი, დ. გამრეკელის ქ. N19
სამუშაო საათები: 09:30-18:30 (მცოცავი გრაფიკი)
ანაზღაურება: 1000 ლარი NET
ძირითადი მოვალეობები:
** შემომავალ ზარებზე დროული პასუხი და შესაბამისი სერვისის უზრუნველყოფა;
** დაზღვეულების და/ან პოტენციური მომხმარებლების სატელეფონო მომსახურება;
** გამავალი ზარების განხორციელება, შესაბამისი სერვისის უზრუნველყოფით;
** სატელეფონოდ დაფიქსირებული რეკლამაციების გადაცემა შესაბამის პასუხისმგებელ პირთან;
** კომპანიის ოფიციალური ვებ გვერდის ჩატის მართვა;
** სადაზღვევო ანაზღაურებისთვის ინსტრუქციის გაცემა ხელშეკრულების მიხედვით;
** ოჯახის ექიმთან ვიზიტის დაჯავშნა;
** კლინიკებიდან მიღებული შეტყობინების ჩანიშვნა;
** ურგენტული დაზღვეულების მართვა/გადამისამართება პროვაიდერ კლინიკებში.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება
** მნიშვნელოვანია სამუშაო გამოცდილება ქოლ-ცენტრის ოპერატორის პოზიციაზე
** საოფისე პროგრამების საშუალო დონეზე ცოდნა
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა
დამატებითი მოთხოვნები:
** კომუნიკაციის უნარი და პასუხისმგებლობის მაღალი დონე;
** გამართული მეტყველება;
** სისხარტე, ოპერატიულობა;
** დეტალებზე ორიენტირების უნარი;
** პრობლემების გადაჭრის უნარი;
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, მოგვაწოდოთ რეზიუმე ელ. მისამართზე: vacancy@ilaria.ge.
გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება - "ქოლ-ცენტრის ოპერატორი".
გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|