დასახელება:
მძღოლი
|
მომწოდებელი:
სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო - ტექნიკური ცენტრი დელტა
|
გამოქვეყნდა: 02 ოქტომბერი
/ ბოლო ვადა: 02 ნოემბერი
|
სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო ტექნიკური ცენტრი "დელტა" აცხადებს ვაკანსიას მძღოლის პოზიციაზე
სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი "დელტა" არის საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომლის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს თავდაცვის სამინისტრო. ცენტრი "დელტა" წარმოადგენს საქართველოში მოქმედ ერთადერთ ორგანიზაციას, რომელიც მუშაობს სამხედრო და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის დაპროექტებაზე, შექმნაზე, სერიულ წარმოებასა და ტექნიკის რემონტზე. ჩვენი გუნდი დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური პროფესიონალებითა და დარგის ექსპერტებით.
ანაზღაურება: შეთანხმებით
სამუშაოს განაკვეთი: სრული, კვირაში 5 დღე, 40 საათი
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 09:00-18:00 სთ.
მდებარეობა: ქ. თბილისი, გაბრიელ სალოსის გამზ. 191დ
ჩვენ გთავაზობთ:
** სტაბილურ და განვითარებაზე ორიენტირებულ სამუშაოს;
** თანამშრომელთა გადამზადებისა და პროფესიული ზრდის შესაძლებლობას;
** ჯანმრთელობის დაზღვევას (ინდივიდუალური / საოჯახო);
** კორპორატიულ სატელეფონო ნომერს;
** კორპორატიულ ფიტპასს;
ფუნქცია-მოვალეობები:
** უზრუნველყოფს მსუბუქი და მძიმე ავტომობილების გამართულ ტექნიკურ მდგომარეობას და საგზაო მოძრაობის წესების ზუსტ დაცვას;
** ახორციელებს ავტოსატრანსპორტო საშუალების ყოველდღიურ ტექნიკურ მომსახურებას; აკონტროლებს საწვავისა და საცხებ-საპოხი მასალების შესაბამისობას;
** იცავს საინჟინრო ტექნიკის სანიტარულ-ჰიგიენურ სტანდარტებს;
** ეცნობა და იცავს უსაფრთხოების წესებს ექსპლუატაციის, მომსახურებისა და რემონტის დროს;
** ტექნიკის გაუმართაობის შემთხვევაში დროულად აწვდის ინფორმაციას ხელმძღვანელობას;
მოთხოვნები:
** საშუალო განათლება;
** მოქმედი B და C კატეგორიის მართვის მოწმობა;
** ტრანსპორტის ტექნიკური უსაფრთხოების წესების ცოდნა;
** პირველადი სამედიცინო დახმარების საბაზისო ცოდნა;
უნარ-ჩვევები:
** ორგანიზებულობა და დროის მართვის უნარი;
** დისციპლინა და წესების მკაცრი დაცვა;
** პასუხისმგებლობა;
** ტექნიკურ დეტალებზე ყურადღება;
** სტრესულ სიტუაციებში მართვის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** კომუნიკაციის უნარი;
** სწრაფი რეაგირების და გადაწყვეტილების მიღების უნარი;
შერჩევა მოიცავს ორ ეტაპს:
1. განცხადებების გადარჩევა;
2. გასაუბრება.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, თქვენი რეზიუმე (CV) შედგენილი ქართულ ენაზე, გამოაგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@delta.gov.ge, სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება "მძღოლი", წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი ვაკანსია არ განიხილება.
|
|
|
|