დასახელება:
ელექტროშემდუღებელი
|
მომწოდებელი:
სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო - ტექნიკური ცენტრი დელტა
|
გამოქვეყნდა: 02 ოქტომბერი
/ ბოლო ვადა: 02 ნოემბერი
|
სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო ტექნიკური ცენტრი "დელტა" აცხადებს ვაკანსიას
ნახევრად ავტომატური და ავტომატური ელექტროშემდუღებლის პოზიციაზე
სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი "დელტა" არის საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომლის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს თავდაცვის სამინისტრო. ცენტრი "დელტა" წარმოადგენს საქართველოში მოქმედ ერთადერთ ორგანიზაციას, რომელიც მუშაობს სამხედრო და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის დაპროექტებაზე, შექმნაზე, სერიულ წარმოებასა და ტექნიკის რემონტზე. ჩვენი გუნდი დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური პროფესიონალებითა და დარგის ექსპერტებით.
ანაზღაურება: შეთანხმებით
სამუშაოს განაკვეთი: სრული, კვირაში 5 დღე, 40 საათი
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 09:00-18:00 სთ.
მდებარეობა: ქ. თბილისი, გაბრიელ სალოსის გამზ. 191დ
ჩვენ გთავაზობთ:
** სტაბილურ და განვითარებაზე ორიენტირებულ სამუშაოს;
** გადამზადებისა და პროფესიული განვითარების შესაძლებლობას;
** ჯანმრთელობის დაზღვევას (ინდივიდუალური/საოჯახო);
** კორპორატიულ სატელეფონო ნომერს;
** კორპორატიულ ფიტპასს.
ფუნქცია-მოვალეობები:
** დეტალების, კონსტრუქციებისა და ნაკეთობების სწორად ფიქსაცია ყველა სივრცობრივ მდგომარეობაში შედუღების პროცესისთვის;
** მარტივი დეტალების ხელით რკალური შედუღება ქვედა და ვერტიკალურ მდგომარეობაში;
** ნაკეთობების და კვანძების მომზადება შედუღებისთვის, შედუღებული ნაკერების გასუფთავება;
** შედუღებისას ნაკერის უკანა მხრის დაცვა დამცავი აირის გარემოში;
** ნაკეთობების გახურება შედუღების დაწყებამდე (საჭიროებისამებრ);
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** პროფესიული განათლება შედუღების ან ტექნიკური მიმართულებით (სასურველია);
** მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება ხელით რკალურ ან დამცავ აირში შედუღებაში (მაგ. CO₂ და სხვა);
** მარტივი ნახაზების წაკითხვის და გაანალიზების უნარი;
** სხვადასხვა პოზიციაში (ქვედა, ვერტიკალური, ჭერის) შედუღების პრაქტიკული გამოცდილება;
** უსაფრთხოების წესების და ტექნოლოგიური პროცესების ცოდნა შედუღების დროს.
უნარ-ჩვევები:
** ტექნიკური აზროვნება
** დეტალებზე და ხარისხზე; ორიენტირებულობა;
** ზუსტი დაცვის უნარი;
** ფიზიკური გამძლეობა და შრომისუნარიანობა;
** დამოუკიდებლად და გუნდის წევრებთან ერთად მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
შერჩევა მოიცავს ორ ეტაპს:
1. განცხადებების გადარჩევა;
2. გასაუბრება.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, თქვენი რეზიუმე (CV) შედგენილი ქართულ ენაზე, გამოაგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@delta.gov.ge, სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება "ნახევრად ავტომატური და ავტომატური ელექტროშემდუღებელი" წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი ვაკანსია არ განიხილება.
|
|
|
|