|
დასახელება:
სასტუმროს გაყიდვების მენეჯერი
|
| მომწოდებელი:
სასტუმრო ამპელო
|
|
გამოქვეყნდა: 01 ოქტომბერი
/ ბოლო ვადა: 01 ნოემბერი
|
სასტუმრო "ამპელო" აცხადებს ვაკანსიას სასტუმროს გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.
სამუშაო გრაფიკი: შეთანხმებით
ძირითადი მოვალეობები:
** სასტუმროს გაყიდვების სტრატეგიის შემუშავება და დაგეგმვა
** გაყიდვების ზრდაზე მუდმივად ზრუნვა;
** ბაზრის ანალიზი, სიახლეებისა და ცვლილებების შესახებ ინფორმაციის მოძიება
** პოტენციური მომხმარებლების მონაცემთა ბაზის შექმნა და დამუშავება
** გაყიდვების პროცესთან დაკავშირებული დოკუმენტაციის წარმოება, ხელშეკრულებების და სხვადასხვა ტიპის კორესპონდენციის მომზადება
** მჭიდრო კომუნიკაცია FO გუნდთან
** ტურისტულ სააგენტოებთან, კორპორატიულ კომპანიებთან, გაყიდვების საერთაშორისო არხებთან კომუნიკაციის და ხანგრძლივი თანამშრომლობის დამყარება
** რეპორტების მომზადება და ხელმძღვანელისთვის ინფორმაციის მიწოდება.
** მარკეტინგული აქტივობების დაგეგმვა და შესრულება
ძირითადი მოთხოვნები:
** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
** აუცილებელია ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენებზე გამართულად საუბარი
** საოფისე პროგრამების ცოდნა; საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა
** სასტუმროსთან დაკავშირებული სხვა კომპიუტერული პროგრამების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ (CV) ფოტოსურათით, ელ. მისამართზე: Info@ampelo.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება გაყიდვების მენეჯერი კანდიდატის განხილვა მოხდება მისი მონაცემების დამუშავებისა და მასთან გასაუბრების საფუძველზე.
მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|