დასახელება:
ინფორმაციის ტექნოლოგიის პროფესიული განათლების მასწავლებელი
|
მომწოდებელი:
საზოგადოებრივი კოლეჯი ფანასკერტელი
|
გამოქვეყნდა: 01 ოქტომბერი
/ ბოლო ვადა: 10 ოქტომბერი
|
"საზოგადოებრივი კოლეჯი ფანასკერტელი" აცხადებს ვაკანსიას ინფორმაციის ტექნოლოგიის პროფესიული განათლების მასწავლებლის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
** ინფორმაციული ტექნოლოგიების პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამით გათვალისწინებული დარგობრივი მოდულების სწავლება (სწავლების პროცესის დაგეგმვა და განხორციელება)
** სტუდენტების ინფორმირება შესაბამისი მოდულებისა და განხორციელების მიდგომების შესახებ
სტუდენტების ინფორმირება უსაფრთხოების წესების შესახებ;
** აქტიური ჩართულობა კოლეჯის საგანმანათლებლო პროგრამის განვითარებასა და გაუმჯობესებაში.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** დარგის შესაბამისი სამუშაო გამოცდილება ან/და განათლება ინფორმაციულ ტექნოლოგიებში;
** სასურველია 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება IT სფეროში;
** სასურველია 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება პროფესიული მასწავლებლის პოზიციაზე;
** უცხო ენის (ინგლისური) ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.
პიროვნული უნარები და კომპეტენციები:
** დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
** ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნება;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და ორგანიზებულობა;
** ეფექტური კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა და დროის მართვის უნარი;
რას გთავაზობთ:
** პროფესიული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობა;
** ინოვაციურ საგანმანათლებლო პროექტებში ჩართვა;
** მეგობრული სამუშაო გარემო და თანამშრომლობის კულტურა.
სამუშაო ადგილი: კოლეჯი ფანასკერტელი (გ. ზაზიაშვილის ქ. 1)
დასაქმების ტიპი: არასტანდარტული (გათვალისწინებული პროგრამის შესაბამისად)
ანაზღაურება: შეთანხმებით
განაცხადის მიღების ვადა: 10 ოქტომბერი, 2025 წელი.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა, გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე და მოკლე მოტივაციური წერილი ელექტრონულ მისამართზე: hr@fan.edu.ge
დაგვიკავშირდით ნომერზე: 571 04 45 55
|
|
|
|