Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=671192&print=yes&view=jobs
 
საწყობის უფროსი - ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საწყობის უფროსი
მომწოდებელი: ბი-ემ-ესი
გამოქვეყნდა: 01 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 01 ნოემბერი
სადისტრიბუციო კომპანია "BMS" აცხადებს ვაკანსიას საწყობის უფროსის პოზიციაზე, ბათუმში.

კომპანია "BMS" საქართველოს ბაზარზე 2002 წლიდან საქმიანობს და წარმოადგენს ქვეყანაში ერთ-ერთ მზარდ სადისტრიბუციო და მარკეტინგულ კომპანიას, რომელიც ახორციელებს პრემიუმ კლასის ბრენდების: Frosch, Vileda, Basso, Wilkinson Sword, Reggia, OE, Cotoneve, Emsal, Dr. Beckmann და სხვა დისტრიბუციას.
www.bms.ge

სამუშაო ადგილმდებარეობა: ქ. ბათუმი, თაბუკაშვილის 17ა.
სამუშაო განრიგი: ორშაბათი-პარასკევი, 09:00 - 18:30 სთ. შაბათი 09:00-15:00. შესვენება დღეში 1 საათი.
ანაზღაურება: 1600 ლარი, ნეტ.

ფუნქცია-მოვალეობები:

** საწყობში მიმდინარე პროცესების ზედამხედველობა;
** საქონლის შეკვეთების მიღების, გაგზავნის და მომხმარებელთან დროულად მიტანის დაგეგმვა და მონიტორინგი;
** სასაწყობე მარაგების გადახედვა და კონტროლი;
** საჭიროების შემთხვევაში მომხმარებლის მომსახურებასთნ დაკავშირებული პრობლემების იდენტიფიცირება და მოგვარება;
** საწყობის თანამშრომელთა შორის სამუშაოს გადანაწილება, კოორდინირება, მართვა.

მოთხოვნები:

** აუცილებელია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
** სასურველია 1C პროგრამის ცოდნა;

თუ მზად ხართ იმუშაოთ მზარდ კომპანიაში, გაქვთ სურვილი განვითარდეთ პროფესიულად, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ მისამართზე: career@bms.ge. გთხოვთ, Subject-ის ველში მიუთითოთ ვაკანსიის სახელწოდება.

გისურვებთ წარმატებებს!

"წინამდებარე ვაკანსიაზე მონაცემების (რეზიუმეს) გამოგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, რომ შპს ბიემესმა შეაგროვოს, დაამუშაოს და ვაკანტური პოზიციის შევსებამდე შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე), თქვენი, როგორც ვაკანსიის მოთხოვნებთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის, გასაუბრებაზე დაბარების ან/და დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით."
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია