დასახელება:
შემფასებელი
|
მომწოდებელი:
MOORE
|
გამოქვეყნდა: 01 ოქტომბერი
/ ბოლო ვადა: 01 ნოემბერი
|
აუდიტორული და საკონსულტაციო ფირმების გლობალური ქსელი "Moore Global Network Limited"-ის დამოუკიდებელი წევრი კომპანია "Moore Abc", რომელიც რეგისტრირებულია აუდიტორული ფირმების სახელმწიფო რეესტრში და მინიჭებული აქვს სდპ აუდიტის უფლებამოსილება, აცხადებს ვაკანსიას შემფასებლის პოზიციაზე შეფასებისა და კორპორატიული ფინანსების დეპარტამენტში. (www.moore-georgia.ge)
აუდიტორული და საკონსულტაციო ფირმების გლობალური ქსელი Moore Global Network Limited - წარმოდგენილია 116 ქვეყანაში 600-მდე ოფისით და 37, 000-ზე მეტი თანამშრომლით. ქსელის წლიური შემოსავალი შეადგენს 5.1 მილიარდ აშშ დოლარს (www.moore-global.com).
ძირითადი მოვალეობები:
** პროექტის სპეციფიკიდან გამომდინარე სამუშაო გეგმის შედგენა და შესაბამისი დროის განსაზღვრა შეფასების ობიექტის მახასიათებლების გათვალისწინებით;
** ერთდროულად რამდენიმე პროექტის მართვა განსაზღვრული ვადების მიხედვით;
** შეფასების საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტების მიხედვით ქონების შეფასება და საშემფასებლო დასკვნის მომზადება;
** სამუშაოს სპეციფიკიდან გამომდინარე მივლინებებში გამგზავრება;
** კომპანიის სხვა დეპარტამენტის თანამშრომლებთან ეფექტური კოორდინირება და პროფესიული ეთიკის დაცვა;
** კომპანიის მენეჯმენტის მიერ მოწოდებული ინსტრუქციებისა და მოთხოვნების მაღალი; პროფესიონალიზმით შესრულება და შესრულებული სამუშაოს შესახებ ანგარიშის მომზადება.
ძირითადი მოთხოვნები:
** სავალდებულოა შეფასების საერთაშორისო სტანდარტების ცოდნა;
** სავალდებულოა კომპიუტერული პროგრამების მაღალ დონეზე ფლობა (MS Word, MS Excel, MS PowerPoint, MS Outlook);
** ქონების დამოუკიდებლად შეფასების კომპეტენცია ნებისმიერი საშემფასებლო მეთოდის გამოყენებით.
პიროვნული თვისებები:
** ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** მიზანდასახულობა, განვითარების სურვილი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** სწრაფად ათვისების უნარი;
** ორგანიზებულობა, სამუშაო მიზნების სწორად განსაზღვრისა და დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** კომუნიკაციისა და პრეზენტაციის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** კრიტიკულ სიტუაციაში სწრაფი რეაგირებისა და გადაწყვეტილების მიღების უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი.
დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოგზავნოთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე hr@moore.ge და მიუთითოთ პოზიცია - "შემფასებელი".
|
|
|
|