Робота для біженців з України
გაყიდვების სამსახურის აღმასრულებელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გაყიდვების სამსახურის აღმასრულებელი
მომწოდებელი: გლობალ ერთი
გამოქვეყნდა: 01 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 30 ოქტომბერი
სატელეკომუნიკაციო კომპანია ს.ს. "გლობალ ერთი" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების სამსახურის აღმასრულებლის პოზიციაზე.

პირობები:

** სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ანა პოლიტკოვსკაიას ქ. 6;
** სამუშაო გრაფიკი: სრული, ორშაბათიდან-პარასკევის ჩათვლით ან თავისუფალი;
** სრული განაკვეთით ანაზღაურება ფიქსირებულ ხელფასს პლუს გამომუშავებით, საშუალოდ 500-დან 5 000 ლარამდე, თავისუფალი განაკვეთით მხოლოდ გამომუშავებაზე.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** პროფესიული ან/და უმაღლესი განათლება (დასაშვებია სტუდენტიც)
** კეთილსინდისიერება, საქმისადმი მაღალი პასუხისმგებლობა
** პოტენციურ კლიენტთან მოლაპარაკების და კომუნიკაციის უნარ-ჩვევები
** კარგი პრეზენტაციის უნარი;
** პუნქტუალურობა, ორგანიზებულობა
** გუნდური და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი.
** საოფისე პროგრამების კარგი ცოდნა. (Word/Excel/PowerPoint)
** უცხო ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად
** მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება გაყიდვის სფეროში (სასურველია სატელეკომუნიკაციო სფეროში -სატელეფონო და ინტერნეტ მომსახურება)
** სასურველია ავტომანქანისა და მართვის მოწმობის ფლობა

ძირითადი მოვალეობები:

** პოტენციური კლიენტების მოძიება და მოზიდვა
** პირადი კლიენტების ბაზების შექმნა
** შეხვედრების დაგეგმვა და კომპანიის სერვისების გაზიარება.
** კორპორაციულ კლიენტებთან ურთიერთობა,
** ინტერნეტის და სატელეფონო სერვისების პრეზენტაცია და გაყიდვა.

ჩვენ გთავაზობთ:

** ანაზღაურების სისტემა სრულ განაკვეთზე: ფიქსირებული + გამომუშავება და ბონუსი
** ანაზღაურების სისტემა თავისუფალ განაკვეთზე: მხოლოდ გამომუშავებაზე
** ჯანმრთელობის დაზღვევას
** ახალგაზრდულ, დინამიკურ და კომფორტულ სამუშაო გარემოს
** მობილურზე ულიმიტო სასაუბრო დროს
** მართვის მოწმობის ფლობის შემთხვევაში მანქანას და საწვავს.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნეთ CV, არაუგვიანეს 2025 წლის 30 ოქტომბრისა შემდეგ მისამართზე: hr@global-erty.net

აღნიშნული ვაკანსიის ფარგლებში თქვენ მიერ რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ თანხმობას აცხადებთ და გვაძლევთ უფლებამოსილებას დავამუშაოთ მოწოდებული ინფორმაცია შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის, მოქმედი კანონმდებლობის დაცვით.

მადლობა ვაკანსიით დაინტერესებისთვის და წარმატებებს გისურვებთ!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე