Робота для біженців з України
გაყიდვების აგენტი
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გაყიდვების აგენტი
მომწოდებელი: OK TV
გამოქვეყნდა: 01 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 01 ნოემბერი
"OK TV" არის სრულიად ახალი და უნიკალური ქართული პროექტი, რომელიც აერთიანებს მედიას, გართობასა და ინოვაციურ ტექნოლოგიებს. ჩვენი მიზანია, მომხმარებლებს შევთავაზოთ თანამედროვე, კომფორტული და მრავალფეროვანი კონტენტი, რომელიც ხელმისაწვდომია თითოეული მოწყობილობიდან.

მოვალეობები:

** კორპორაციული კლიენტების მოძიება (სასტუმროები, რესტორნები, სამშენებლო კომპანიები, სპორტული ბარები და სხვა).
** აპლიკაციის პრეზენტაცია და მომსახურების ღირებულებების გაცნობა.
** აქტივაციის პროცესში მომხმარებლებისთვის დახმარება.
** ყოველდღიური და ყოველკვირეული რეპორტების მომზადება.
** შეხვედრები პოტენციურ კლიენტებთან ადგილზე.
** დისტანციური და ადგილზე გაყიდვების განხორციელება.

მოთხოვნები:

** ძლიერი კომუნიკაციისა და მოლაპარაკების უნარი.
** გაყიდვების სფეროში გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
** ორგანიზებულობა და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი.
** მიზანმიმართული და შედეგზე ორიენტირებული დამოკიდებულება.

ჩვენ გთავაზობთ:

** მოტივაციური ანაზღაურება:
** მოქნილი და გამჭვირვალე ბონუსური სისტემა.
** პროფესიული ტრენინგები (თეორიული და პრაქტიკული).
** კარიერული ზრდის პერსპექტივა სწრაფად მზარდ კომპანიაში.
** დისტანციურად მუშაობის შესაძლებლობა.
** უნიკალური პროექტის ნაწილი გახდომა, რომელიც ქართულ ბაზარზე პირველად ხორციელდება.

როგორ გამოვაგზავნო CV?

გთხოვთ, თქვენი რეზიუმე გამოგვიგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: giorgigadelia3@gmail.com

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: +995 597956396
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე