Робота для біженців з України
პრისეილერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: პრისეილერი
მომწოდებელი: ევერესტი 2010
გამოქვეყნდა: 01 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 01 ნოემბერი
კვების პროდუქტების იმპორტიორი კომპანია "Everesti 2010" ქართულ ბაზარზე ოპერირებს 2003 წლიდან და წარმოადგენს წამყვან სადისტრიბუციო კომპანიას, რომელიც ახორციელებს საერთაშორისო ბრენდების, კვების პროდუქტების დისტრიბუციას.

კომპანია "Everesti 2010" აცხადებს ვაკანსიას პრისეილერის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ოფისი ქ. თბილისი, დიდუბე, ერისთავის ქუჩა 1, სამუშაო ტერიტორია ქ. რუსთავი.
ანაზღაურება: ფიქსირებული + ბონუსი (საშუალოდ 1500-2200 ლარი)
გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 09:00-18:00

აუცილებელია კანდიდატს ჰყავდეს საკუთარი ავტომობილი, საწვავით უზრუნველყოფს კომპანია.

მოვალეობები:

** სარეალიზაციო ობიექტების მოძიება-მოზიდვა;
** სადისტრიბუციო ქსელის გაფართოების ხელშეწყობა;
** შეკვეთების მიღებას, პროდუქციის დროული მიწოდების უზრუნველყოფა
** თანხების ამოღება და სალაროში შეტანა;
** კონსიგნაციის კონტროლი;
** ექსპედიტორის მიერ აღებული თანხების გატარება და კონტროლი;
** შესრულებული საქმიანობის შესახებ პერიოდული ანგარიშსწორება უშუალო ხელმძღვანელთან;
** უშუალო ხელმძღვანელის სხვა მითითებების შესრულება კომპეტენციის ფარგლებში

აუცილებელი უნარები:

** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** კომუნიკაბელურობა და მიზანდასახულობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა და ორგანიზებულობა;
** დროის მართვის უნარი;

დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნოთ რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე: hr@thc.ge
გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ განიხილება. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

"Everesti 2010"მადლობას მოგახსენებთ ვაკანტური პოზიციით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!

კვების პროდუქტების იმპორტიორი კომპანია "Everesti 2010" კანდიდატების პერსონალურ მონაცემებს ამუშავებს მოქმედი კანონმდებლობის დაცვით. წინამდებარე ვაკანსიაზე რეზიუმეს (CV) გამოგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, "Everesti 2010"-მა შეაგროვოს, დაამუშაოს და ვაკანტური პოზიციის შევსებამდე შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია, თქვენი, როგორც ვაკანსიის მოთხოვნებთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის, გასაუბრებაზე დაბარების ან/და დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე