დასახელება:
გარე რეკრუტერი
|
მომწოდებელი:
კომპანია
|
გამოქვეყნდა: 01 ოქტომბერი
/ ბოლო ვადა: 01 ნოემბერი
|
კომპანია აცხადებს ვაკანსიას გარე რეკრუტერის პოზიციაზე.
გიყვარს ხალხთან ურთიერთობა? შეგიძლია შენი ღიმილით ადამიანების ყურადღება მიიპყრო?
მაშინ ეს პოზიცია ზუსტად შენთვისაა!
რას გააკეთებ?
ყოველდღე იქნები ახალ ადგილებში, შეხვდები ახალ ადამიანებს, გაუღიმებ, მოკლედ გააცნობ ვაკანსიას და დაუსვამ მთავარ კითხვას: "გაინტერესებთ?"
შენ იქნები პირველი ნაბიჯი იმ ადამიანებისთვის, ვინც ახალ სამუშაო შესაძლებლობას ეძებს.
რას გთავაზობთ ჩვენ?
** 1500 ლარი ფიქსირებული ანაზღაურება
** ბონუსები ყოველი კვირის ბოლოს 250 ნომრის შემდეგ (მეტი კონტაქტი = მეტი ფული!)
** აქტიური, ენერგიული და მეგობრული სამუშაო გარემო
** გამოცდილება, რომელიც კარიერაში HR-სა და რეკრუტინგში გზას გაგიხსნის
ვის ვეძებთ?
** კომუნიკაბელურ და პოზიტიურ ადამიანებს
** მათ, ვისაც უყვარს ახალი ხალხის გაცნობა და მათთან კომუნიკაცია
** ენერგიულებს, რომლებსაც ერთი "გამარჯობა" შეუძლია დიდ კარიერად აქციონ
** მოდი და გახდი ჩვენი გუნდის ყველაზე მაგარი "გარე რეკრუტერი"!
სამუშაო გრაფიკი სრული, შაბათ კვირის გარდა.
დაინტერესებულმა პირებმა რეზიუმე გამოგზავნეთ ელფოსტაზე: mainoffice.hhr@gmail.com
|
|
|
|