Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=670943&print=yes&view=jobs
 
პრემიუმ სივრცის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: პრემიუმ სივრცის მენეჯერი
მომწოდებელი: ატელიე აუთლეტი
გამოქვეყნდა: 30 სექტემბერი / ბოლო ვადა: 30 ოქტომბერი
"ატელიე აუთლეტი/ATELIER OUTLET" 2018 წლიდან წარმოადგენს 250-ზე მეტ ბრენდს საქართველოს ბაზარზე, მათ შორის: SANDRO, MAJE, HUGO BOSS, ROBERTO CAVALLI, MASSIMO DUTTI და სხვა ბრენდები. ქალის, მამაკაცის, ბავშვის მრავალფეროვანი კოლექცია და სხვადასხვა აქსესუარი ხელმისაწვდომია ნებისმიერი მომხმარებლისთვის განსაკუთრებულ ფასად.

კომპანია აცხადებს ვაკანსიას პრემიუმ სივრცის მენეჯერის პოზიციაზე, ვინც გემოვნებით და ყურადღებით შეურჩევს მომხმარებლებს პროდუქციას და გააცნობს სხვადასხვა ბრენდს.

ლოკაცია: ქ. თბილისი, მარშალ გელოვანის #36
გრაფიკი: 09:00-18:00/14:00-22:00 (დასვენება 2 დღე)
კონკურენტული ანაზღაურება + ბონუსი

ბენეფიტები:

** ჯანმრთელობის დაზღვევა
** კორპორატიული ფასდაკლება ნებისმიერ ბრენდზე
** დაბადების დღეზე ვაუჩერი კომპანიისგან
** FITPASS
** კარიერული წინსვლა

აუცილებელი მოთხოვნა:

** უცხო ენა სასაუბრო დონეზე;
** Fashion retail მიმართულებით გაყიდვების გამოცდილება;

მოვალეობები:

** პროდუქციის მიღება;
** ახალი კოლექციის განთავსება პრემიუმ სივრცეში VM-თან ერთად;
** წესრიგის მუდმივი მონიტორინგი;
** გაყიდვების რეპორტის მომზადება;
** ახალი თანამშრომლების ტრენინგი და მონიტორინგი;
** პროდუქციის მოვლა/მოწესრიგება;
** სალარო ოპერაციების შესრულება;

თუ გსურთ შემოუერთდეთ ტანსაცმლის სფეროს და გახდეთ წამყვანი აუთლეტ მაღაზიის თანამშრომელი, გაგვიზიარეთ CV - vacancy@atelieroutlet.ge. Subject - მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია