დასახელება:
დამხმარე ინჟინერი
|
მომწოდებელი:
ადლი
|
გამოქვეყნდა: 30 სექტემბერი
/ ბოლო ვადა: 26 ოქტომბერი
|
სამშენებლო კომპანია "ადლი" - ხარისხიანი და ეკომეგობრული მშენებლობის დაწყების მიზნით, 2015 წლიდან ოპერირებს ქართულ სამშენებლო ბაზარზე.
კომპანიის საქმიანობა მოიცავს სამშენებლო სფეროს ისეთ ძირითად მიმართულებებს, როგორიცაა: კარკასული მშენებლობა, ფასადის მოწყობა, თერმო და ხმის იზოლაცია, ბრტყელი გადახურვა, მწვანე გადახურვა, არქიტექტორული მომსახურება, საყალიბე სისტემებისა და მოცულობითი ხარაჩოების დაპროექტება-მონტაჟი, კოშკურა ამწეების მონტაჟ/დემონტაჟი და გეგმიური მომსახურება; პერიმეტრის დამცავი ბადეების მონტაჟ/დემონტაჟი და გეგმიური მომსახურება.
ჩვენთან დასაქმებით გპირდებით:
** მზარდ და მუდმივად განვითარებად ბიზნესში მუშაობის გამოცდილებას;
** კონკურენტულ და მზარდ შრომის ანაზღაურებას;
** კომპანიის მიერ დაფინანსებულ ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტს;
** კომპანიის მიერ დაფინანსებულ, მობილურის ულიმიტო კორპორაციულ პაკეტს;
** სამსახურეობრივი მიზნებისთვის, ტრანსპორტირების უზრუნველყოფას;
** Fitpass-ით სარგებლობის შესაძლებლობას;
** შვებულების 24 სამუშაო დღესა და დამატებით 4 Day Off-ს;
** ყოველთვიურ ფინანსურ დანამატს არასრულწლოვან შვილებზე.
სამშენებლო კომპანია "ადლი"-ში ვეძებთ მოტივირებულ, ენერგიულ, სამშენებლო განათლების მქონე გუნდის წევრს დამხმარე ინჟინრის თანამდებობაზე.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** მიმართულების ხელმძღვანელთან ერთად პერიმეტრის დამცავი ბადის მემონტაჟეთა ბრიგადების სამუშაო პროცესების წინასწარ დაგეგმვა/დაორგანიზება და შესასრულებელი სამუშაოს აღრიცხვა;
** შესასრულებელი პროექტების/სამუშაოების დაქვემდებარებულ ბრიგადებზე გაყოფა/გადანაწილება;
** პერიმეტრის დამცავი ბადეების, საფასადე ელექტრო კალათების, ხარაჩოების, მოაჯირის, ფენილის მონტაჟ/დემონტაჟის წარმოების ორგანიზება და შესრულების მონიტორინგი;
** პროექტებთან დაკავშირებული შესაბამისი ნახაზების შემუშავება;
** დაქვემდებარებული პერსონალის უშუალო ზედამხედველობა, დასწრების და შესრულებული საქმიანობის ჩანაწერების წარმოება, შრომისა და დისციპლინის კოორდინირება, საქმიანობის წარმართვა ხარისხიანად და გეგმა-გრაფიკის შესაბამისად;
** პროექტში არსებული ყველა ტიპის დოკუმენტის წარმოება და პროგრამულად აღრიცხვა - შესყიდული პროდუქციის ზედნადებების, სხვადასხვა მიღება-ჩაბარების აქტების, ინვოისების, სატრანსპორტო მომსახურების დოკუმენტების დადასტურება, მომსახურების ხელშეკრულების პირობების განსაზღვრა;
** სამუშაო მასალების ნაშთების კონტროლი;
** სპეციალური დოკუმენტაციის წარმოება (ფორმა #2) და შესაბამის დეპარტამენტებთან წარდგენა;
** საქმიანობასთან დაკავშირებულ დეპარტამენტებთან კოორდინირებულად მუშაობა;
** პრობლემების შემთხვევაში უშუალო ხელმძღვანელის დროული და ზუსტი ინფორმირება, სამუშაოებთან დაკავშირებით მასთან მუდმივი რეპორტინგი.
ძირითადი მოთხოვნები, პიროვნული კომპეტენციები/უნარები:
** უმაღლესი განათლება - სამშენებლო/საინჟინრო მიმართულებით;
** სამშენებლო ნახაზების წაკითხვის ცოდნა;
** პროგრამების - Microsoft Suit, Archicad, Autocad სამომხმარებლო დონეზე ცოდნა;
** სამშენებლო მიმართულებით მუშაობის გამოცდილება;
** სამუშაოს დაგეგმვის, ორგანიზებისა და მონიტორინგის უნარი;
** წინასწარ განსაზღვრულ და შეთანხმებულ ვადებში მუშაობის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** გუნდურად მუშაობის უნარი და კოლეგიალურობა;
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი CV ელექტრონულ მისამართზე: vacancy@adli.ge და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება: "დამხმარე ინჟინერი".
განაცხადის შემოტანის ბოლო ვადაა: 26 ოქტომბერი, 2025 წ.
გთხოვთ გაითვალისწინეთ, რომ გასაუბრება ჩატარდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის, შეგიძლიათ ეწვიოთ ვებ-გვერდს: http://www.adli.ge/
შენიშვნა: პირის მიერ ავტობიოგრაფიის (CV) გამოგზავნა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. ავტობიოგრაფიაში მითითებული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებული/შენახული იქნება მხოლოდ ვაკანსიისათვის კანდიდატის შერჩევის მიზნით, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება 6 თვის ვადით, შენახვა გონივრული ვადით ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით.
სამშენებლო კომპანია "ადლი", კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს კანდიდატთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.
მადლობას გიხდით ჩვენი ვაკანსიით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|