დასახელება:
მოლარე-კონსულტანტი, კონსულტანტი
|
მომწოდებელი:
Panco
|
გამოქვეყნდა: 30 სექტემბერი
/ ბოლო ვადა: 30 ოქტომბერი
|
საბავშვო ტანსაცმლის ბრენდი "Panco" რომელიც მაღალი ხარისხის, კომფორტულ და გამორჩეულ პროდუქციას სთავაზობს ბავშვებს 0-14 წლამდე, დღესდღეობით წარმოდგენილია 400 -ზე მეტ ლოკაციაზე მთელ მსოფლიოში და რჩება საყვარელ არჩევანად ბავშვებისთვის და მშობლებისთვის. "Panco" ეძებს მოტივირებულ თანამშრომლებს, რომელთაც სურთ გახდნენ მზარდი და წარმატებული კომპანიის ნაწილი
პოზიცია: მოლარე-კონსულტანტი, კონსულტანტი
სამუშაო გრაფიკი - კვირაში 5 დღე, 2 დღე დასვენება (დღეში 8 საათიანი ცვლა)
ანაზღაურება: ფიქსირებული + ბონუსი
მდებარეობა: თბილისი, სავაჭრო ცენტრი "ისთ ფოინთ" (ა. თვალჭრელიძის # 2)
ჩვენთან გელოდებათ:
** კარიერული განვითარების შესაძლებლობა
** მეგობრული და სტაბილური სამუშაო გარემო
** კონკურენტული ანაზღაურება
თქვენი მოვალეობები:
** მომხმარებელთან თავაზიანი კომუნიკაცია და კონსულტაცია
** პროდუქციის განლაგება და სავაჭრო სივრცის მოწესრიგება
** სალაროსთან მუშაობა (საჭიროების შემთხვევაში)
** მარაგების მართვა და შევსება
** პროდუქციის რეალიზაციის ხელშეწყობა
თქვენგან დაგვჭირდება:
** კომუნიკაბელურობა
** ორგანიზებულობა
** გუნდური მუშაობა
** მაღალი პასუხისმგებლობა
** სალაროსთან მუშაობის გამოცდილება სასურველია
გთხოვთ, დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე panco.georgia@gmail.com, მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება 31 ოქტომბრის ჩათვლით, გისურვებთ წარმატებას
კომპანიის ვებ-გვერდია https://www.panco.com.tr/
|
|
|
|