დასახელება:
ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის სპეციალისტი
|
მომწოდებელი:
ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტი
|
გამოქვეყნდა: 30 სექტემბერი
/ ბოლო ვადა: 14 ოქტომბერი
|
"შპს ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტი" (https://cue.edu.ge) არის ევროპულ საგანმანათლებლო სივრცეში მოქმედი საქართველოს რეგიონული კერძო მრავალპროფილური უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, რომლის მისიას წარმოადგენს ცოდნის შექმნა და გავრცელება; უმაღლესი განათლების სამივე საფეხურზე. უნივერსიტეტი ავითარებს თანამედროვე, კარგად აღჭურვილ, კომფორტულ სამუშაო ინფრასტრუქტურას, ინარჩუნებს ფინანსურ მდგრადობას, იზიდავს და ეფექტიანად მართავს მაღალკვალიფიციურ ადამიანურ რესურსებს, ხელს უწყობს მათ პროფესიულ განვითარებასა და თვითრეალიზებას.
"ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტი" აცხადებს ვაკანსიას ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის სპეციალისტის პოზიციაზე.
განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 14 ოქტომბერი;
თანამდებობრივი სარგო: შეთანხმებისამებრ;
ადგილების რაოდენობა: 1;
სამსახურის ადგილმდებარეობა: ქ. ქუთაისი, წერეთლის N13;
სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი;
გამოსაცდელი პერიოდი: 6 თვე.
ძირითადი მოვალეობები:
** უნივერსიტეტის საქმიანობის შეფასების ეფექტიანი და გამჭვირვალე მექანიზმების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება;
** ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმების დანერგვა და განხორციელების ხელშეწყობა;
** აკრედიტაციის/ავტორიზაციისათვის თვითშეფასების ანგარიშის მომზადების პროცესში, შესაბამისი სტრუქტურული ერთეულებისაგან საჭირო ინფორმაციის შეგროვება, პირველადი დამუშავება და ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსისთვის წარდგენა;
** აკადემიური და მოწვეული პერსონალის შეფასების პროცესში მონაწილეობის მიღება;
** საუნივერსიტეტოს შიდა ორგანიზაციული კვლევის ორგანიზება, განხორციელება კვლევის შედეგების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსისთვის წარდგენა;
** თავისი კომპეტენციის ფარგლებში, ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის დავალებებისა და მითითებების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება; სასურველია მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
** 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება, სასურველია განათლების სფეროში მუშაობის გამოცდილება;
** MS Office (Word ძალიან კარგი, Excel კარგი, PPT-ძალიან კარგი);
** ინგლისური ენა- B1 (მეტყველება, წერა).
ვაკანსიის დეტალები: დაინტერესებულმა პირებმა რეზიუმე (CV) უნდა წარმოადგინონ შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: hr@cue.edu.ge
განაცხადების ბოლო ვადა: 2025 წლის 14 ოქტომბერი
გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის სპეციალისტი.
"პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად" თქვენი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. წინამდებარე ვაკანსიისათვის კანდიდატის მიერ CV-ს წარდგენა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების პოტენციური დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. შესაბამისად, რეზიუმეს გამოგზავნის შემთხვევაში ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტი იტოვებს უფლებას, დაამუშაოს აპლიკანტის პერსონალური მონაცემები შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისთვის.
|
|
|
|