Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=670870&print=yes&view=jobs
 
კორპორაციული გაყიდვების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: კორპორაციული გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: ბბ ლიზინგი
გამოქვეყნდა: 30 სექტემბერი / ბოლო ვადა: 07 ოქტომბერი
"ბბ ლიზინგი" აცხადებს ვაკანსიას კორპორაციული გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე ქ. თბილისში.

ძირითადი მოვალეობები:

** პოტენციური მომხმარებლების მოძიება, საჭიროების შემთხვევაში ვიზიტის დაგეგმვა და შეხვედრის განხორციელება;
** მომხმარებლებისათვის ბიზნეს სალიზინგო მომსახურების სარგებლიანობისა და პროდუქტების შეთავაზება;
** მომხმარებლის მოთხოვნის იდენტიფიცირება, შესაბამისი პროდუქტის შეთავაზება და ამ პროდუქტის ახსნა;
** მომხმარებლის ბიზნეს საქმიანობის, ფინანსური მდგომარეობის შესწავლა/ანალიზი;
** სალიზინგო პროექტის განაცხადის მომხადება და კომიტეტზე წარდგენა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** უმაღლესი განათლება (სასურველია ეკონომიკა, ფინანსები, ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით);
** Microsoft Office-ის პროგრამების ცოდნა;
** ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ფლობა.

პიროვნული უნარები:

** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** ინფორმაციის სწორად და დამაჯერებლად გადმოცემის უნარი;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობის უნარი.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, 2025 წლის 7 ოქტომბრის ჩათვლით, გამოგზავნოთ CV შემდეგ მისამართზე: hr@basisbank.ge, სადაც სათაურის (Subject) ველში აუცილებლად უნდა იყოს მითითებული სასურველი ვაკანსიის დასახელება.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შემდგომ ეტაპზე გადასულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია