Робота для біженців з України
იურისტი - რუსთავი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: იურისტი
მომწოდებელი: ენერგო-პრო ჯორჯია ჰოლდინგი
გამოქვეყნდა: 30 სექტემბერი / ბოლო ვადა: 30 ოქტომბერი
სს "ენერგო-პრო ჯორჯია ჰოლდინგი" აცხადებს კონკურსს რეგიონის იურისტის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ქვემო ქართლის იურისტი - რუსთავი, მცხეთა-მთიანეთის - მცხეთა/თბილისი

მოვალეობები:

** სამართლებრივი უზრუნველყოფის განყოფილების (შემდგომში განყოფილება) უფროსის დავალებების შესრულება განყოფილებაზე დაკისრებული ფუნქციების (მარწმუნებლის ინტერესების დაცვა სადავო საკითხების განხილვისას სასამართლოებში, არბიტრაჟებსა და ადმინისტრაციულ ორგანოებში; წარმომადგენლობა მედიაციის პროცესებსა და სადავო საკითხებთან დაკავშირებულ შეხვედრებზე, კონსულტაციები და კორესპონდენციის და სასამართლო დოკუმენტების (სარჩელი, შესაგებელი, სააპელაციო/საკასაციო საჩივრები და ა.შ) მომზადება) და შესაბამისი რეგიონის ფარგლებში;
** სამართლებრივი ექსპერტიზის და სახელშეკრულებო განყოფილებების უფროსების დავალებების შესრულება შესაბამისი რეგიონის ფარგლებში;
** შესრულებული სამუშაოს აღრიცხვა და ინფორმაციის მიწოდება განყოფილების უფროსისთვის.
** კომპანიის / იურიდიული დეპარტამენტის დებულებით, სხვადასხვა სახის მმართველობითი დოკუმენტებით გათვალისწინებული სხვა საქმიანობის განხორციელება, ასევე ზემდგომთა დავალებების შესრულება რეგიონში იურიდიული დეპარტამენტის კომპეტენციის ფარგლებში, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

საჭირო კვალიფიკაცია:

** უმაღლესი იურიდიული განათლება
** შესაბამის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
** სასურველია ჩაბარებული ჰქონდეს ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა

პირებს, რომლებიც აკმაყოფილებენ მოთხოვნებს შეუძლიათ გამოაგზავნონ CV ელექტრონულ ფოსტაზე: vacancy@energo-pro.ge ან შეავსონ განაცხადი შემდეგ მისამართზე: http://jobs.energo-pro.ge/onlinejobs/#/ 2025 წლის 8 ოქტომბრის ჩათვლით.

გთხოვთ, სათაურში მიუთითოთ სასურველი პოზიციის დასახელება. წინააღმდეგ შემთხვევაში არ მოხდება განაცხადის განხილვა.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ, კვალიფიცირებულ კანდიდატებთან.

თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 1 წლის განმავლობაში.

დამსაქმებელმა თქვენი რეზიუმე შესაძლოა განიხილოს სხვა რელევანტური ვაკანსიის შემთხვევაშიც.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე