Робота для біженців з України
იურისტი
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: იურისტი
მომწოდებელი: კომპანია
გამოქვეყნდა: 30 სექტემბერი / ბოლო ვადა: 30 ოქტომბერი
საქართველოს ბაზარზე ერთ-ერთი წამყვანი კომპანია აცხადებს ვაკანსიას  იურისტის პოზიციაზე.

მდებარეობა: ქ. თბილისი
სამუშაო გრაფიკი: სრული
ანაზღაურება: 2500 ლარი

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** იურიდიულ მეცნიერებათა ბაკალავრის ან მაგისტრის ხარისხი;
** იურისტის პოზიციაზე სამუშაო გამოცდილება (სასურველია მინიმუმ 2-3 წელი);
** საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის (სამოქალაქო, შრომითი, კომერციული, საგადასახადო, ადმინისტრაციული და სხვა შესაბამისი კოდექსების) ცოდნა;
** ინტელექტუალური საკუთრების სამართლის (საავტორო და მომიჯნავე უფლებების), ვალდებულებების, შრომითი და კორპორატიული სამართლის სფეროში კანონმდებლობის თეორიული და პრაქტიკული ცოდნა, ამ სფეროებში სასამართლო პრაქტიკის ქონა.
** კოლექტიური მართვის საფუძველზე ქონებრივი უფლებების მმართველი ორგანიზაციის მუშაობის სპეციფიკის ცოდნა და გააზრება.
** სასამართლო და ადმინისტრაციული პროცედურების ცოდნა;
** სამართლებრივი დოკუმენტების მომზადებისა და ოფიციალურ ინსტიტუტებთან კომუნიკაციის გამოცდილება;
უპირატესობად ჩაითვლება სასამართლოში მუშაობის გამოცდილება.

ფუნქცია-მოვალეობები:

** კომპანიის იურიდიული უზრუნველყოფის მართვა და სამართლებრივი პროცესების კოორდინაცია;
** სამართლებრივი დოკუმენტაციის მომზადება, მათ შორის: ხელშეკრულებები, შეთანხმებები, მიღება-ჩაბარების აქტები, მემორანდუმები, საპროცესო დოკუმენტები და სხვა დაკავშირებული მასალები;
** კომპანიის წარმომადგენლობა სასამართლოებში, არბიტრაჟში, ადმინისტრაციულ ორგანოებთან და კერძო პირებთან;
** სასამართლო/საარბიტრაჟო დავების სამართლებრივი დოკუმენტაციის მომზადება და პროცესების მართვა;
** სამართლებრივი დოკუმენტაციის ანალიზი და შესაბამისი ანგარიშების მომზადება პასუხისმგებელი პირებისთვის;
** დავების მოგვარება მოლაპარაკების გზით და სასამართლოს გარეშე გამოსავლის მოძიება;
** იურიდიული რისკების იდენტიფიცირება და კონტრაქტებში დაცვის მექანიზმების ჩაშენება.

პიროვნული თვისებები/უნარები:

** ხელშეკრულებების შედგენის, რედაქტირების და ანალიზის უნარი;
** ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა, ინგლისური ენის ცოდნა — სასურველია პროფესიული დოკუმენტების წერის დონეზე;
** MS Office პროგრამების და ელექტრონული სამართლებრივი ბაზების მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობა, ყურადღება დეტალებისადმი, ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნების უნარი;
** ძლიერი კომუნიკაციისა და არგუმენტაციის უნარები.

პირობები:

** დამსაქმებლის ოფისში მუშაობა 5/2 გრაფიკით, სამუშაო დღეებში 10:00-დან 19:00 საათამდე.
** შვებულება - გათვალისწინებულია 24 (სამუშაო) დღე მთელი წლის განმავლობაში.
** მოსახერხებელი ოფისის მდებარეობა მეტროსადგურიდან ფეხით სავალ მანძილზე.
** ჯანმრთელობის დაზღვევა

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) ინგლისურ ენაზე ელექტრონულ მისამართზე: an.gogoberishvili@gmail.com და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება: "იურისტი", წინააღმდეგ შემთხვევაში რეზიუმე არ განიხილება.

კომპანია მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებებს!

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე