|
დასახელება:
სერვის მენეჯერი
|
| მომწოდებელი:
სასტუმრო Unfound Door
|
|
გამოქვეყნდა: 30 სექტემბერი
/ ბოლო ვადა: 30 ოქტომბერი
|
"Unfound Door - Design Hotel" აცხადებს ვაკანსიას სერვის მენეჯერის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
** სერვისის მიმართულების ეფექტური მართვა და კოორდინირება
** სხვა სტრუქტურულ ერთეულებთან კოორდინირებული მუშაობა და სერვისის მაღალი ხარისხით მიწოდების მიზნით შესაბამისი განხილვების ინიცირება
** გუნდის მოტივაციის ამაღლება და ეფექტური კომუნიკაციის უზრუნველყოფა.
** სტუმრების მიღების და მომსახურების მაღალი სტანდარტის უზრუნველყოფა;
** სამუშაო პროცესებში შესაძლო რისკების იდენტიფიცირება და პრევენციული ზომების უზრუნველყოფა;
** სივრცის გამართულობის უზრუნველყოფა;
** საჭიროებისას სტუმრების უშუალოდ მომსახურება;
** ჯავშნების მონიტორინგი;
ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
** ქართულ და ინგლისურ ენებზე გამართულად კომუნიკაციის უნარი
პიროვნული თვისებები:
** მაღალი მოტივაცია და პასუხისმგებლობა
** კომუნიკაბელურობა
** პუნქტუალურობა და ორგანიზებულობა
** მოქნილობა სამუშაო გრაფიკთან მიმართებაში
** დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობის უნარი
ჩვენ გთავაზობთ:
** სტაბილურ სამსახურს თბილ და მეგობრულ გარემოში
** მაქსიმალურ ხელშეწყობას თქვენი ზრდისა და განვითარებისათვის
** კონკურენტუნარიან ანაზღაურებას.
** დაზღვევას
თუ გსურთ, ჩვენთან თანამშრომლობა და თვლით, რომ თქვენი კვალიფიკაცია და პიროვნული თვისებები შეესაბამება აღნიშნული პოზიციისათვის განსაზღვრულ მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე ფოტოსურათით შემდეგ მისამართზე: vacancy@unfounddoor.ge და სათაურის ველში მიუთითოთ სასურველი პოზიციის დასახელება.
გისურვებთ წარმატებებს!
|
|
|
|